"გასაყიდი ქალი" - კვირის პალიტრა

"გასაყიდი ქალი"

ისრაელი შოკირებულია - თელ-ავივის მსხვილ სავაჭრო ცენტრში გაიხსნა მაღაზია, რომელიც ვაჭრობს... ქალებით! ყველა გასაყიდ ქალს ადევს იარლიყი, სადაც მითითებულია "საქონლის" ფასი, ასაკი, ზომა-წონა, ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა და ა.შ...

ორგანიზატორთა თქმით, ეს კომპანია ხელმოწერებს აგროვებს, რათა მიიღონ კანონი, რომელიც მამაკაცებს აუკრძალავს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებით სარგებლობას! ისრაელის მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, პროსტიტუცია დანაშაულად უნდა ჩაითვალოს.

ადვოკატ ორი კეიდარის თქმით, კანონმა, რომელიც შვედეთის კანონის ანალოგიური იქნება, ქალებით დანაშაულებრივი ვაჭრობა უნდა აკრძალოს. ბოლო წლებში ისრაელში, სადაც ასობით ბორდელია, კრიმინალურმა ორგანიზაციებმა 10 000-მდე სექსმონა შემოიყვანეს, რომლებიც, მეძაობის პარალელურად, როგორც წესი, ნარკომანებიც ხდებიან.