მოფერების ფასი - კვირის პალიტრა

მოფერების ფასი

ფლორიდის "ცხოველთა რეაბილიტაციის ცენტრის" 42 წლის სპეციალისტი ჯიმ ჯაბლონი აპირებს მთელი იანვარი ორ ლომთან ერთად გალიაში გაატაროს და

ცენტრისთვის საქველმოქმედო თანხები მიიზიდოს. ლომებს - 10 თვის ხვად ედის და 18 თვის ძუ ლეას, მომვლელი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ლეას, - ჯიმს სულ "კოცნის" და "ეხვევა". ჯიმს კი ყოველდღე უწევს "მოფერებით" დაფლეთილი ტანსაცმლის გამოცვლა.