"ეს გან­შო­რე­ბა და­ემ­თხვა იმ დროს, როცა ტყუპს ვე­ლო­დე­ბით" - რას ყვება ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარზე?
"ეს გან­შო­რე­ბა და­ემ­თხვა იმ დროს, როცა ტყუპს ვე­ლო­დე­ბით" - რას ყვება ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარზე?
მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა - თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის გამო, შინ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კე­ტა. სო­ცი­ა­ლურ­მა დის­ტან­ცი­ამ, გზე­ბის ჩა­კეტ­ვამ, სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­ჩე­რე­ბამ, ბევ­რიც ერ­თმა­ნეთს დრო­ე­ბით და­ა­შო­რა.
მუ­სი­კო­სი და ბიზ­ნეს­ლე­დი ია ჩანტლა­ძე ცოტა ხან­ში ტყუ­პის დედა გახ­დე­ბა, პან­დე­მი­ის გამო, რომ­ში ჩარ­ჩე­ნილ იტა­ლი­ელ მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვე­რაფ­რით ახერ­ხებს, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბა.

რო­გორ გა­დის დრო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რა შე­იც­ვა­ლა იას ცხოვ­რე­ბა­ში ბოლო ორ თვე­ში და რას და­უთ­მობს დროს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ -
ია ჩანტლა­ძე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

- ამ პე­რი­ოდ­ში, ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა­სი, ჩემი ცხოვ­რე­ბაც ნამ­დვი­ლად შე­იც­ვა­ლა. დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ, ასე­ვე ვკი­თხუ­ლობ, ვუს­მენ მუ­სი­კას, ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს... ზო­გა­დად, არ მი­ჭირს ჩემ თავ­თა­ნაც მარ­ტო ყოფ­ნა, სი­ახ­ლის გა­მო­ძებ­ნა და თა­ვის გარ­თო­ბა, თუმ­ცა მა­ინც უჩ­ვე­უ­ლოა ეს რე­ჟი­მი და დამ­თრგუნ­ვე­ლიც. მე­ნატ­რე­ბა არა­დის­ტან­ცი­უ­რი, აქ­ტი­უ­რი
ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გას­ვლა.


მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი გა­ზა­ფხულს, რად­გა­ნაც ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­შიც იღ­ვი­ძებს და ყო­ვე­ლი მი­ზე­ზის გა­რე­შეც უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. წელს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა კო­რო­ნამ წაგ­ვარ­თვა...

- იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე გყავს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რომ­შია. რო­გორ გა­დის დრო ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი წყვი­ლის­თვის?
- ჩვე­ნი წყვი­ლის­თვის ეს პე­რი­ო­დი ორ­მა­გად მძი­მეა, რად­გან ეს გან­შო­რე­ბა და­ემ­თხვა იმ დროს, როცა ტყუპს ვე­ლო­დე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­დან სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წა­სუ­ლი იყო, როცა სა­ზღვრე­ბი ჩა­ი­კე­ტა და ხე­ლახ­ლა და­გეგ­მი­ლი მგზავ­რო­ბა გა­უ­უქ­მდა. ვართ ახლა იმის მო­ლო­დინ­ში, რომ სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბა და ისევ შევ­ძლებთ ერ­თად ყოფ­ნას. რას ვი­ზამთ, ესაა ცხოვ­რე­ბა! ვე­რას­დროს და­გეგ­მავ წი­ნას­წარ და არ იცი, რა გე­ლო­დე­ბა...

- რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდის რო­მი­დან, რა შე­ზღუდ­ვე­ბი აქვთ იქა­უ­რებს მთავ­რო­ბის მიერ და რო­გორ გა­და­აქვთ ეს პე­რი­ო­დი?
- იტა­ლი­ე­ლე­ბიც სახ­ლებ­ში არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი, მთე­ლი ქვე­ყა­ნა კა­რან­ტინ­შია. გა­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბის გა­რე­შე ვერ გა­დი­ან, ისიც საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებ­ზე მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, უკვე და­ი­გეგ­მა ეტა­პობ­რი­ვად რა­ღაც სამ­სა­ხუ­რე­ბის აღ­დგე­ნა. რო­გორც ყვე­ლას, მა­თაც უჭირთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სა­ში­ნე­ლი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, რაც თავს და­ა­ტყდათ.

- რო­დის და­უ­კავ­ში­რეთ შენ და შენ­მა მე­უღ­ლემ ერ­თმა­ნეთს ცხოვ­რე­ბა?
- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ წლე­ბის წინ, რომ­ში ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. უც­ნა­უ­რია, ალ­ბათ მარ­თლა ბედ­მა უნდა მი­გიყ­ვა­ნოს სა­დღაც, თო­რემ ისე ვე­რაფ­რით ავ­ხსნი, ამ­დე­ნი ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად აქამ­დე რო­გორ მო­ვე­დით. დღეს უკვე ოჯა­ხი გვაქვს და ვცხოვ­რობთ ასე - ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, რაც, სი­მარ­თლე ვთქვა, მომ­წონს.

- ია, ახალ­მა თა­ო­ბამ თუ არა, 2000-ია­ნებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ადრე აქ­ტი­უ­რად მღე­რო­დი და ასე გა­გიც­ნო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. რა­ტომ არ დარ­ჩი ამ სფე­რო­ში?
- მუ­სი­კას ძა­ლი­ან დიდი როლი ეჭი­რა და უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა, მე 2000-ია­ნებ­ში უკვე მქონ­და არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნდა მუ­სი­კა­სა და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია - სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მა­შინ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჯა­ზის ფა­კულ­ტე­ტი, ან თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კას­თან ახ­ლოს მყო­ფი რა­ი­მე ფა­კულ­ტე­ტი არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ, იქ არც ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის­ტო­ბა არ მინ­დო­და, არც პი­ა­ნის­ტო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბა­ში კარ­გად ვუკ­რავ­დი.

დღეს წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­აა. ახლა 17 წლის რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ პრო­ფე­სი­ად მუ­სი­კას ავირ­ჩევ­დი.

- სიმ­ღე­რას თუ ახერ­ხებ და ხომ არ ფიქ­რობ ოდეს­მე ამ სფე­რო­ში ისევ აქ­ტი­უ­რად დაბ­რუ­ნე­ბას?
- დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ სცე­ნას ისევ და­ვუბ­რუნ­დე, მაქვს იდე­ე­ბიც - რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თო. თუმ­ცა, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. იმ­დე­ნი ცვლი­ლე­ბა იგეგ­მე­ბა ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად არ შე­მიძ­ლია ვთქვა, მექ­ნე­ბა თუ არა დრო, რომ აქ­ტი­უ­რად ვიყო სცე­ნა­ზე. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები