როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგან
როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგან
თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ში სტრე­სი მა­ტუ­ლობს, სტრე­სის დროს კი ჭა­მის მადა იზ­რდე­ბა. დღეს, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ იმას უჩი­ვის, რომ შინ მყო­ფე­ბი კვე­ბის პრო­ცესს ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ, რის გა­მოც, ნელ-ნელა წო­ნაც ემა­ტე­ბათ.

არა­ვინ იცის, კი­დევ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის შინ დარ­ჩე­ნის პე­რი­ო­დი, ამი­ტომ, წო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად რომ არ მო­ი­მა­ტონ, ამის­თვის რო­გორ­მე უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ სა­კუ­თა­რი კვე­ბის რე­ჟი­მის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და საკ­ვე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა. ამა­ში კი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ
იზო­ლა­ცი­ი­სას წყალ­საც ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ვე­ღარ სვა­მენ, რო­გორც ვთქვათ, ამას სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას ახერ­ხებ­დნენ. რას ურ­ჩევთ, რო­გორ აი­ძუ­ლონ თავი, მი­ი­ღონ წყა­ლი იმის­თვის, რომ მათ ორ­გა­ნიზ­მში გა­უ­წყლო­ე­ბა არ მოხ­დეს?
- არა­და, წყლის მი­ღე­ბა სამ­სა­ხურ­ში ბევ­რად რთუ­ლია და მეტ უხერ­ხუ­ლო­ბას თუ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის, ვიდ­რე სახ­ლში... ამი­ტომ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია
წყლის გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა, რად­გან თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ დე­ჰიდ­რა­ტა­ცია ანუ გა­უ­წყლო­ვე­ბა, რო­მელ­საც მოს­დევს ნერ­ვუ­ლი აგ­ზნე­ბა­დო­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა, უე­ნერ­გი­ო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და ა.შ. ამი­ტო­მაც დი­ლით რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძებთ, უნდა ავავ­სოთ 2-ლიტ­რი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი და ვი­ცო­დეთ, რომ ის დღის ბო­ლომ­დე უნდა დავ­ცა­ლოთ, - შე­საძ­ლე­ბე­ლია წყალ­ში ჩა­ვაგ­დოთ ლი­მო­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, პიტ­ნა და ასე და­ვა­გე­მოვ­ნოთ, იმი­სათ­ვის, რომ მი­სა­ღე­ბად მე­ტად მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. გარ­და ამი­სა, წყლის მი­ღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მი­დან ვირუ­სის ელი­მი­ნა­ცი­ი­სათ­ვის ანუ გა­მო­დევ­ნის­თვის და ასე­ვე მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად.

- დღე­ში რამ­დენ­ჯერ უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რა რა­ო­დე­ნო­ბით და რო­გო­რი საკ­ვე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ?
- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ვიკ­ვე­ბოთ 4-5-ჯერ, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რია ჩვე­ნი გრა­ფი­კი. კვე­ბებს შო­რის შუ­ა­ლე­დი უნდა იყოს მი­ნი­მუმ 2,5 და მაქ­სი­მუმ, 4 სა­ა­თი, უნდა გვქონ­დეს სა­უზ­მე, სა­დი­ლი და ვახ­შა­მი, ამას­თან, 1 ან 2 და­მა­ტე­ბი­თი კვე­ბა ხი­ლით, რძის პრო­დუქ­ტით ან ბოსტნე­უ­ლით. ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, იმის­თვის, რომ ვიზ­რუ­ნოთ ჩვენ იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, სა­სურ­ვე­ლია, კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ჩარ­თუ­ლი იყოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ცო­ცხა­ლი სა­ხით, რათა ორ­გა­ნიზ­მმა მი­ი­ღოს ყვე­ლა სა­ყუ­ა­თო ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი მე­ტა­ბო­ლიზ­მის­თვის.

იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა გვი­წევს, რთუ­ლია, რძის პრო­დუქ­ტებ­ზე და ხორ­ცზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მათი სრუ­ლად ამო­ღე­ბა რა­ცი­ო­ნი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია ხი­ლით და ბოსტნე­უ­ლით და ჩვენ ამ სე­ზონ­ზე გვაქვს ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც არ არის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი, მა­გა­ლი­თად, კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი, ვაშ­ლი; ჯერ­ჯე­რო­ბით გვაქვს ქარ­თუ­ლი ციტ­რუ­სიც, რო­მე­ლიც მდი­და­რია C ვი­ტა­მი­ნით, ასე­ვე ამ დროს რა­ცი­ონ­ში სა­სურ­ვე­ლია შე­ტა­ნი­ლი იყოს ავო­კა­დო (მას­ში ცხი­მე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის არ­სე­ბო­ბის გამო), გარ­და ამი­სა, ის არის ერთ-ერთი პრო­დუქ­ტი, რომ­ლის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნიც და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს თხი­ლე­უ­ლი: ნი­გო­ზი, ნუში, ტყის თხი­ლი...

- სტრეს­მა ტკბილ პრო­დუქ­ტებ­ზე მი­ძა­ლე­ბა იცის. სიტ­კბო კი ხელს უწყობს წო­ნის მო­მა­ტე­ბას. რო­გორ შე­ვი­კა­ვოთ თავი ამ ცდუ­ნე­ბის­გან?
- უნდა მო­ვი­ძი­ოთ ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რომ ავი­მაღ­ლოთ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა, რად­გან სტრე­სი, გარ­და იმი­სა, რომ მოქ­მე­დებს ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლა­ზე და იწ­ვევს ტკბი­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გაზ­რდას, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და ზრდის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს, ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, გავ­ზარ­დოთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ტკბილ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბას.

- კა­რან­ტი­ნის­თვის და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­თვის დი­ე­ტო­ლო­გე­ბის მიერ, ამ პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე დი­ე­ტაც ხომ არ შე­იქ­მნა, ან თქვენ ხომ არ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებ­დით?

- არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის მიერ:

ბრო­კო­ლი
ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო
სტა­ფი­ლო
ფორ­თო­ხა­ლი
ლი­მო­ნი
ლო­ბიო
ბარ­და
ავო­კა­დო
თხი­ლი
ნუში
მწვა­ნე ხახ­ვი
მსხვი­ლად მი­ღე­ბუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი... იხილეთ სრულად



ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები