"დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია"
"დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია"
მსახიობი თაკო აბაშიძე კარანტინში შვილთან, ბარბარესთან ერთადაა და ზედმიწევნით იცავს რეკომენდაციებს. თანაუგრძნობს დაინფიცირებულებს, ექიმებს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ, ვინც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, თუმცა სჯერა, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან დამთმობი და თბილი ვარ შვილთან ურთიერთობაში, ბევრი სიყვარული - ეს ყველაფერზე მთავარია. არ მინდა, ბავშვს ჩემი ეშინოდეს და დაკომპლექსდეს. ვცდილობ, მივცე არჩევანის საშუალება, რათა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანად. ბარბარე თბილი, მოსიყვარულე,
აქტიური გოგოა, სწრაფად აზროვნებს, უყვარს ხელოვნება - ცეკვა, სიმღერა... საკმაოდ ემოციურია და ამიტომ ვცდილობ, ფრთხილად მივაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია..."

"აქტიური ცხოვრების რეჟიმი მაქვს, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროის უქონლობაა ჩემი პრობლემა. სულ რომ ვაგვიანებდე, აქამდე ყველა სამსახურს დავკარგავდი. მასე მოქცევა მხოლოდ მამაკაცთან შეიძლება, ისიც ზომიერად, თორემ
მზადებას რომ მორჩები და ქუჩაში გახვალ, შეიძლება, იქ აღარავინ დაგხვდეს..."

"ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ტვინიც ორგანიზმის ნაწილია. თუ ტვინში შიმშილი დაიწყება, აუცილებლად დააზიანებს სხვა ორგანოებს. ამიტომაც, დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია და ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს..."

"მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს იყურება უკან, არ მიყვარს წარსულით ცხოვრება. ამბობენ, ვინც წარსულით ცხოვრობს, მას მომავალი არ აქვსო. არ არსებობს ცუდსა და უსიამოვნოს რამე სიკეთე არ მოჰყვეს; სჯობს, გამოცდილება მიიღო და გააგრძელო ცხოვრება..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 30 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.


ნინო ჯავახიშვილი
რომეო
05 მაისი 2020 05:14
მარწყვივით ქალია, ჯანმრთელი და დღეგრძელი იყავი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები