"დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია" - კვირის პალიტრა

"დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია"

მსახიობი თაკო აბაშიძე კარანტინში შვილთან, ბარბარესთან ერთად იმყოფებოდა  და ზედმიწევნით იცავდა რეკომენდაციებს. თანაუგრძნობდა დაინფიცირებულებს, ექიმებს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ, ვინც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, თუმცა სჯერა, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან დამთმობი და თბილი ვარ შვილთან ურთიერთობაში, ბევრი სიყვარული - ეს ყველაფერზე მთავარია. არ მინდა, ბავშვს ჩემი ეშინოდეს და დაკომპლექსდეს. ვცდილობ, მივცე არჩევანის საშუალება, რათა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანად. ბარბარე თბილი, მოსიყვარულე, აქტიური გოგოა, სწრაფად აზროვნებს, უყვარს ხელოვნება - ცეკვა, სიმღერა... საკმაოდ ემოციურია და ამიტომ ვცდილობ, ფრთხილად მივაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია..."

"აქტიური ცხოვრების რეჟიმი მაქვს, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროის უქონლობაა ჩემი პრობლემა. სულ რომ ვაგვიანებდე, აქამდე ყველა სამსახურს დავკარგავდი. მასე მოქცევა მხოლოდ მამაკაცთან შეიძლება, ისიც ზომიერად, თორემ მზადებას რომ მორჩები და ქუჩაში გახვალ, შეიძლება, იქ აღარავინ დაგხვდეს..."

"ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ტვინიც ორგანიზმის ნაწილია. თუ ტვინში შიმშილი დაიწყება, აუცილებლად დააზიანებს სხვა ორგანოებს. ამიტომაც, დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია და ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს..." იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში - აუცილებელი პროდუქტების სია ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგან

ნინო ჯავახიშვილი