"დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია"
"დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია"
მსახიობი თაკო აბაშიძე კარანტინში შვილთან, ბარბარესთან ერთად იმყოფებოდა  და ზედმიწევნით იცავდა რეკომენდაციებს. თანაუგრძნობდა დაინფიცირებულებს, ექიმებს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ, ვინც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, თუმცა სჯერა, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან დამთმობი და თბილი ვარ შვილთან ურთიერთობაში, ბევრი სიყვარული - ეს ყველაფერზე მთავარია. არ მინდა, ბავშვს ჩემი ეშინოდეს და დაკომპლექსდეს. ვცდილობ, მივცე არჩევანის საშუალება, რათა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანად. ბარბარე თბილი,
მოსიყვარულე, აქტიური გოგოა, სწრაფად აზროვნებს, უყვარს ხელოვნება - ცეკვა, სიმღერა... საკმაოდ ემოციურია და ამიტომ ვცდილობ, ფრთხილად მივაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია..."

"აქტიური ცხოვრების რეჟიმი მაქვს, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროის უქონლობაა ჩემი პრობლემა. სულ რომ ვაგვიანებდე, აქამდე ყველა სამსახურს დავკარგავდი. მასე მოქცევა მხოლოდ მამაკაცთან შეიძლება, ისიც ზომიერად,
თორემ მზადებას რომ მორჩები და ქუჩაში გახვალ, შეიძლება, იქ აღარავინ დაგხვდეს..."

"ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ტვინიც ორგანიზმის ნაწილია. თუ ტვინში შიმშილი დაიწყება, აუცილებლად დააზიანებს სხვა ორგანოებს. ამიტომაც, დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია და ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს..." იხილეთ სრულად




ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (1)
რომეო
05 მაისი 2020 05:14
მარწყვივით ქალია, ჯანმრთელი და დღეგრძელი იყავი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა