გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - რას წერს ანდრიას დედა? - კვირის პალიტრა

გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - რას წერს ანდრიას დედა?

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 წლის ბიჭის დედა, ნანა პაპავა "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გვიზიარებს ფოტოს, რომელზეც გამოჯანმრთელებული ბიჭუნა ექიმებთან ერთადაა აღბეჭდილი.

"ფოტო გადაღებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ჩემმა პატარა ბიჭმა ძალიან გულისხმიერი, გამბედავი და შრომისმოყვარე მედპერსონალის დახმარებით დაამარცხა კოვიდ-19.

მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა მათ თავდაუზოგავი შრომისა და სითბოსთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენდნენ. თითოეული თქვენთაგანი ხართ გმირები.

ბევრ გამოჯანმრთელებულ და მადლიერ პაციენტს გისურვებთ.

პ.ს ფოტო გადაღებულია ორი უარყოფითი PCR ტესტის შემდეგ. გახარებული ექთნები და ბედნიერი ანდრია", - წერს მშობელი.