წყვი­ლი წლე­ბის წინ და­შორ­და და... - ვინ არის მაკა ასათიანის ულამაზესი და - კვირის პალიტრა

წყვი­ლი წლე­ბის წინ და­შორ­და და... - ვინ არის მაკა ასათიანის ულამაზესი და

აფხაზი პრინცესა - ასე მოიხსენიებდა გოგონას მედია რამდენიმე წლის წინ, როდესაც მასზე პირველად დაწერეს. რეალურად კი ის საქართველოში ყველაზე ცნობილი დიზაინერის მაკა ასათიანის დისშვილი გახლდათ.

მარიანა აჩბას მედიაში გამოჩენამდე ბევრმა ისიც არ იცოდა, რომ მაკა ასათიანს და ჰყავდა. სალომე ასათიანი 90-იან წლებშიც კი არსად გამოჩენილა... მაშინ, როდესაც თბილისის ბომონდურ წვეულებებზე ყველაზე სასურველი სტუმრები მაკა ასათიანი, მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და მეგობრები გახლდნენ.

სალომე ასათიანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება. წლების წინ სალომე ცოლად გაჰყვა ასტამურ აჩბას. წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინათ, მარიანა, რომელიც წლების წინ გაიცნო საზოგადოებამ.

ჩვენი ინფორმაციით, წყვილი წლების წინ დაშორდა და ასტამურ აჩბა ახლა მეორე ქორწინებაში იმყოფება, თუმცა არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს შვილთან და მარიანაც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მამასთან გადაღებულ ფოტოებს. გაგარძელება