რატომ დაარქვა ილონ მასკმა ახალშეძენილ ვაჟს უცნაური სახელი? - სოციალურ ქსელში სახელის აბრევიატურის გაშიფვრას ცდილობენ - კვირის პალიტრა

რატომ დაარქვა ილონ მასკმა ახალშეძენილ ვაჟს უცნაური სახელი? - სოციალურ ქსელში სახელის აბრევიატურის გაშიფვრას ცდილობენ

მშობლები ახალშობილის სახელის შერჩევისას, ხშირად წინაპრებისა თუ სხვა პატივსაცემი ადამიანების სახელებს იყენებენ. ცნობილი ადამიანების ბავშვთა უცნაური სახელები კი ხშირად გამხდარა სოციალურ ქსელში განხილვის საგანი. მაგალითად, ამერიკელმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა, რომელიც რეალითი შოუს მონაწილეც იყო შვილს "North", ანუ ჩრდილოეთი დაარქვა. მომღერალმა Cardi B-მ და გვინეტ პელტროუმ კი შვილებს "Kulture" და "Apple" დაარქვეს.

ყველასათვის ცნობილმა ილონ მასკმა კი, ამჯერად საზოგადოება ახალშობილი ვაჟის სახელით გააოცა. ტესლას დამფუძნებელმა ახალშობილ ვაჟს "X Æ A-12" დაარქვა. ერთი შეხედვით ეს შემთხვევით შერჩეული ასოები თუ ციფრებია, თუმცა ილონ მასკის მეუღლემ განაცხადა, ყოველი მათგანი გარკვეულ მნიშვნელობას ატარებს და სოციალურ ქსელში სახელის განმარტება გამოაქვეყნა:

"X - უცნობი ცვლადია, Æ აბრევიატურა AI-ს (სიყვარული, ხელოვნური ინტელექტი) ელფური დამწერლობაა, A-12 კი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავია, ჩვენი საყვარელი საჰაერო ხომალდის SR-17-ის წინამორბედი, რომელზეც იარაღი არ არის, მხოლოდ სიჩქარე", - განაცხადა ილონ მასკის მეუღლემ.