„ამ სიტუაციაზე მართლა მეტირება. ზომბებს დავემსგავსეთ“
„ამ სიტუაციაზე მართლა მეტირება. ზომბებს დავემსგავსეთ“
ცხოვრება კარანტინში და ახალი რეალობა - როგორ შეეგუა ეკო ფანგანი შეცვლილ ყოველდღიურობას და როგორ ატარებს დროს შინ, მარტო და აგარაკზე - ოჯახის წევრებთან ერთად, ამაზე ტელეწამყვანი გულახდილად ესაუბრა ჟურნ "გზას", გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- სახელმწიფომ და ჩვენმა ექიმებმა მართლაც საოცარი საქმე გასწიეს. მათი გონიერების დამსახურებაა, რომ ინფიცირებულთა საშინელი ციფრები არ გვაქვს. მეგობრები არაერთ ქვეყანაში მყავს და მათგან ვიცი, სად როგორი სიტუაციაა, მათ შორის, ინგლისში და ვისაც "კოვიდ-19" დაემართა, საუკეთესო დაზღვევის
მიუხედავად, ფასიანი ტესტებიც კი არ გაუკეთეს, სახლის პირობებში იმკურნალეს. საავადმყოფოში მხოლოდ მომაკვდავი ადამიანები გადაჰყავთ. ეს ხდება ძლიერ სახელმწიფოებში, რომელთაც ჩვენზე ბევრად გამართული ეკონომიკა აქვთ, ახლა კი ქვეყანა თავზე ემხობათ და მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნება უჭირთ. ჩვენთან კი ბევრი რამ კეთდება. დამიჯერეთ, არავის ულხინს კარანტინში, მაგრამ გავიჭირვოთ,
ყურადღება სხვა რამეებზე გადავიტანოთ.
მაგალითად მე, სახლში ყოფნაზე მეტად, "დაზომბებული" ხალხის ყურება მთრგუნავს, ერთმანეთის გვეშინია და ერთმანეთს ვერიდებით, შორიშორს ვდგებით, თვალებშიც კი არ ვუყურებთ... ეს ბევრად ცუდად მხდის... პირბადეაკრულები, ხელთათმანებით დავდივართ, მე კი "ბახილებიც" მაცვია. ადამიანები, მათთან კონტაქტი იმდენად მიყვარს, რომ დავდივარ და ყველას ველაპარაკები - მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში, ქუჩაში და ამ სიტუაციაზე მართლა მეტირება ხოლმე. ზომბებს დავემსგავსეთ. ხომ გვინდა, ასე არ იყოს? ამიტომ, ცოტა უნდა მოვითმინოთ. ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია! ღმერთი არ გაგვწირავს! საქართველომ უამრავი სირთულე გამოიარა და ამჯერადაც ყველაფერი კარგად იქნება! იხილეთ სრულად


Piqria
11 მაისი 2020 01:39
Am potoze saocrad gamoiyurebi,ulamazesi,umshvenieresi xar.super.
me.
10 მაისი 2020 21:10
ფანგანია? ანჯელინა ჯოლი მეგონა. ისეთი ლამაზია.
ნატა
08 მაისი 2020 18:37
ვეღარ ვიცანი ეს ის გოგო როგორაა,ან რა გაიკეთა ამ სახეზე რომ მგონი ყველა მოდლზე უკეთესი გამოჩნდა,გაოცებული ვარ მართლა,უცებ უცებ უცხოელი მსახიობი მეგონა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები