როგორ ცხოვრობს იზოლაციაში ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე? - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობს იზოლაციაში ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე?

მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს დაოჯახების შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. მისი რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია. ნინო სურგულაძე 42 წლის ასაკში ტყუპს ელოდება და სამწუხაროდ, ორსულობის ბოლო თვეების გატარება იზოლაციაში მოუწია, თუმცა ამას მის განწყობაზე ძალიან არ უმოქმედია.

ნინო და გიორგი დროს მეცო-სოპრანოს სახლში ატარებენ. როგორც ვარსკვლავმა ტელეკომპანია "მთავარის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა, იმისთვის, რომ სეირნობა შეძლებოდა, დიდ დროს ატარებდა საკუთარ 12-მეტრიან ვერანდაზე.

სახლი, რომელიც წლების წინ ააშენა და სადაც დიდხანს არ უცხოვრია, პანდემიის დროს მისთვის საყვარელ ადგილად იქცა. ნინოს უჭირს სცენის და აქტიურობის გარეშე, მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი პერიოდი უდგას.

მეცო-სოპრანო უკვე მერვე თვეშია და მალე ორი შვილი დედა გახდება. ის ბავშვების სქესს ჯერჯერობით არ ამხელს, გულშემატკივრებს კი მადლობას უხდის იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელიც მისი მისამართით ამ ბედნიერი ამბავის გაგების შემდეგ არ დაიშურეს.

იხილეთ ფოოტოები