"ისე ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა, მო­ვი­წამ­ლე" - რას ამბობენ სახიფათო დიეტაზე, რომელსაც ცნობილი სახეები დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევენ პოპულარიზაციას?
"ისე ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა, მო­ვი­წამ­ლე" - რას ამბობენ სახიფათო დიეტაზე, რომელსაც ცნობილი სახეები დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევენ პოპულარიზაციას?
ფოტო:ნანუკა ჟორჟოლიანმა და მარიამ კვაშილავამ შეთავაზებაზე უარი თქვს,შორენა ბეგაშვილი რეკლამირებაში მონაწილეობს
"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თან­ხა შე­მომ­თა­ვა­ზეს... ნუ ჩა­იგ­დებთ თავს საფრ­თხე­ში"

ადა­მი­ა­ნე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი, ჰქონ­დეთ იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, ამი­სათ­ვის კი სხვა­დას­ხვა სა­ხის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­სა და დი­ე­ტებს მი­მარ­თა­ვენ. წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ვარ­ჯი­ში წლებს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­დე­გი ჯან­სა­ღი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, აი დი­ე­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ფი­ზი­კუ­რად არ იღ­ლე­ბი და შე­დეგ­საც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხე­დავ, თუმ­ცა რამ­დე­ნად ჯან­საღს, ეს სა­ეჭ­ვო სა­კი­თხია...

ბოლო დროს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ყვე­ბი­ან რო­გორ მი­აღ­წი­ეს იდე­ა­ლურ წო­ნას სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ურ­ჩე­ვენ ყვე­ლას,
ვი­საც ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლა სურს, ამ დი­ე­ტის დაც­ვას.

პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ მად­ლი­ე­რი კლი­ენ­ტე­ბის ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ ვი­ღა­ცამ 3 დღე­ში 7 კილო და­იკ­ლო, ტექ­სტიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია - რო­გორ ხდე­ბი­ან ქორ­წი­ლის­თვის "ენერ­ჯი სმარტ დი­ე­ტის" სა­შუ­ა­ლე­ბით. პრო­დუქ­ცია რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, თუმ­ცა, რო­გორც ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი თა­ვი­ანთ ვი­დე­ო­ჩარ­თვებ­ში ამ­ბო­ბენ, ის
ფრან­გულ-რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა.

ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ასე ბედ­ნი­ე­რად გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ერთ დღეს და­ხუ­რულ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში (GLAM FACTORY) გო­გო­ნას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი ამ დი­ე­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"დი­ე­ტის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს, დღე­ში ორ­ჯერ მქონ­და დი­ა­რეა, მე­ო­რე დღეს 3-ჯერ. მივ­წე­რე რა­ტომ მქონ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი დი­ა­რეა და პა­სუ­ხი "ზუს­ტად ეგ კუ­ჭის აშლა ხელს გი­წყობთ იმა­ში, რომ გახ­დეთ".
დღე მე­სა­მე - ისე ცუ­დად და შე­უძ­ლოდ გავ­ხდი, მე­გო­ნა მო­ვი­წამ­ლე, იმი­ტომ, რომ პირ­ღე­ბი­ნე­ბა მქონ­და და ასე­ვე მწვა­ვე დი­ა­რე­აც. არ და­გა­ვი­წყდეთ, არ ვჭამ­დი არა­ფერს, მხო­ლოდ დღე­ში ერთხელ, ისიც მო­ხარ­შულს.

დედა ექი­მი მყავს ️და მი­თხრა, რომ ეს უკვე ამ პრო­დუქ­ტის და­მა­სა­ხუ­რე­ბა იყო, მა­ინც არ და­ვუ­ჯე­რე. დღე მე­ხუ­თე - ისე ცუ­დად გავ­ხდი, რომ დამ­ჭირ­და გა­დას­ხმე­ბი, გა­მო­ვი­ფი­ტე მთლი­ა­ნად, შე­მექ­მნა თირკმე­ლებ­ზე პრობ­ლე­მა. მი­თხა­რით ხალხნო, ადა­მი­ანს დი­ა­რეა რომ გიგ­რძელ­დე­ბა 15-25-40 დღის მან­ძილ­ზე,თან დღე­ში 4-ჯერ, ეს ნორ­მა­ლუ­რია ორ­გა­ნიზ­მის­თვის?" - წერ­და გო­გო­ნა.

მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ბევ­რმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა და­წე­რა, თუმ­ცა, რად­გან პოს­ტე­ბი და­ხუ­რულ ჯგუფ­ში და­ი­დო, მათ ანო­ნი­მუ­რად დავ­ტო­ვებთ:

"გა­დავ­წყვი­ტე დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსნა ყვე­ლა­ფე­რი და მო­გიყ­ვეთ ჩემი ძა­ლი­ან ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს დი­ე­ტა ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის აყ­ვა­ვე­ბის ერთ-ერთი ხრი­კია და საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისეთ რეკ­ლა­მას უკე­თე­ბენ, რომ მარ­ტი­ვად შე­ი­ტყუ­ე­ბენ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და და­ა­ჯე­რე­ბენ, რომ ეს პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან კარ­გია.

ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ხავთ ვი­თომ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც ამ კოქ­ტე­ი­ლებ­ზე და­დე­ბი­თად სა­უბ­რო­ბენ და მეც კი, ადა­მი­ანს რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მომ­ხრეა, და­მა­ჯე­რეს რომ ცდად ღირ­და.

სა­ნამ ამ პრო­დუქტს გა­მოვ­წერ­დი და მოხ­მა­რე­ბას და­ვი­წყებ­დი, ზუს­ტად 1 თვით ადრე მო­მი­წია ყო­ველ­წლი­ურ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ და სის­ხლში რაც კი რამე შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მიკ­ვლი­ეს. არც ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი.

ჩა­მო­მი­ვი­და კოქ­ტე­ი­ლე­ბი, 6 დღე დავ­ლიე. და­ვი­კე­ლი 3-4 კილო (სი­თხის ხარ­ჯზე) გა­ვაგ­რძე­ლე ჯან­სა­ღი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში და ამის მი­უ­ხე­და­ვად ეს წონა პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში მო­ვი­მა­ტე. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო - მა­ლე­ვე თავს ვე­ღარ ვგრძნობ­დი კარ­გად, მივ­ხვდი რომ ჩემი ენერ­გი­ის დონე საკ­მა­ოდ და­ე­ცა. და­მე­წყო თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი. ერთ სა­ღა­მოს სა­ვად­მყო­ფო­შიც კი მოვ­ხვდი ამის გამო და ვერ ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და. იქ გა­მი­კე­თეს სის­ხლის ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი მქონ­და და­ვარ­დნი­ლი და მი­თხრეს, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი ოჯა­ხის ექიმ­თან და თა­ვი­დან გა­მე­კე­თე­ბი­ნა დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა.

მა­ლე­ვე ჩა­ვა­ბა­რე ანა­ლი­ზე­ბი და აღ­მოჩ­ნდა რომ:
ქო­ლეს­ტე­რი­ნი მაქვს და­ვარ­დნი­ლი, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ამ კოქ­ტე­ი­ლის ერთ-ერ­თმა და­ნა­მატ­მა, დრა­ინ ეფექ­ტმა გა­მო­იწ­ვია (ექი­მის თქმით). ქო­ლეს­ტე­რი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს უამ­რამ და­ა­ვა­დე­ბას და ამის ასა­წე­ვად წა­მა­ლი არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში მიშ­ვე­ლის
რკი­ნა მაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი
B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი სა­ში­შად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მაქვს სის­ხლში (წა­ი­კი­თხეთ იმ კოქ­ტე­ი­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა, შემ­თხვე­ვით ძა­ლი­ან ბევრ ვი­ტა­მი­ნებს ხომ არ შე­ი­ცავს?)
თირკმე­ლე­ბი მა­წუ­ხებს და მა­გა­ზე კი­დევ ცალ­კე გა­მო­საკ­ვლე­ვი ვარ. ღმერ­თმა უწყის რა პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა თირკმე­ლებ­ზეც

სა­ხე­ზე მაქვს აშ­კა­რა სუ­რა­თი: ჩემი სის­ხლის იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ სა­ში­ნე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბამ­დე და სის­ხლის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა ამ პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ! თავ­ბრუს­ხვე­ვას ასე სა­შინ­ლად რომ არ შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნე და იმ დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ ამო­მე­ყო თავი, არც გა­მო­ვიკ­ვლევ­დი მე­ო­რედ სის­ხლს და ვერც მივ­ხვდე­ბო­დი რისი ბრა­ლი იყო ჩემი უე­ნერ­გი­ო­ბა. ამი­ტომ, და­მერ­წმუ­ნეთ 100% აგი­რევთ სის­ხლში მაჩ­ვე­ნებ­ლებს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერც გა­ი­გებთ დიდი ხანი და სის­ხლის ასე­თი ცუდი სუ­რა­თი ძა­ლი­ან ბევრ და­ა­ვა­დე­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს თქვენს ორ­გა­ნიზ­მში. ასე რომ, მარ­თლა გირ­ჩევთ არ გა­ე­კა­როთ და არ გა­რის­კოთ თქვე­ნი ჯანმთე­ლო­ბა, ნუ ჩა­იგ­დებთ თავს საფრ­თხე­ში!" - წერს "ენერ­ჯი დი­ე­ტის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა "ენერ­ჯი დი­ე­ტის" შე­სა­ხებ ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში, კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც წე­რენ, რომ შე­დეგს ნამ­დვი­ლად მი­აღ­წი­ეს და ცუ­და­დაც არ გამ­ხდა­რან. "მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. საც­დე­ლად 7 დღე მი­ვი­ღე ეს ყვე­ლა­ფე­რი და და­ვი­კე­ლი 4 კი­ლოგ­რა­მამ­დე. არც ცუ­დად ვყო­ფილ­ვარ, არა­ნა­ი­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა, რთუ­ლი კი იყო. გაგ­რძე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ მაგ­რამ ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბაა არაა" გაგრძელება

???
16 მაისი 2020 19:21
ბეგაშვილი ახჩიკას დაემსგავსა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები