"მომვლელების ჩემპიონი" - კვირის პალიტრა

"მომვლელების ჩემპიონი"

ინგლისის ქალაქ კოვენტრის 61 წლის მცხოვრები სიუ ლაინი 40 წლის წინ დაინვალიდდა და ეტლს მიეჯაჭვა. "უჯიშო" ლეკვი სენდი მან 4 წლის წინ იყიდა და გასაზრდელად  "ძიძა ძაღლების ცენტრის" სპეციალისტებს მიაბარა.

დაახლოებით 2 წელიწადში სენდი ისე განისწავლა, რომ სიუსთვის მოაქვს ფოსტა, თუ ტელეფონი დარეკავს, ყურმილს მიურბენინებს, ეხმარება ჩაცმასა და გახდაში, დაჰყვება მაღაზიაში და პროდუქტებით სავსე ჩანთა შინ მოაქვს. სიუს თითების მოძრაობაც უჭირს, სენდი კი საფულიდან ფულსაც იღებს და მოლარეს აწვდის - მაღაზიის თანამშრომლებს ეს აღარ უკვირთ, მყიდველები კი თვალებს არ უჯერებენ. სპეციალისტებმა სენდი "ძიძა ძაღლების ჩემპიონად" აღიარეს.