მხოლოდ "ლექსადა"?! - კვირის პალიტრა

მხოლოდ "ლექსადა"?!

ჩრდილოეთ რუმინეთში სოფელი სეპინცა ცნობილია მხიარული სასაფლაოთი. ის საფლავის ძეგლთა რაოდენობით მეორეა მსოფლიოში - ეგვიპტის "მეფეთა ველის"

შემდეგ! მუხის ხისგან დამზადებული ყოველი "ძეგლი" კაშკაშა ფერებით არის შეღებილი და მხიარული შინაარსის ეპიტაფია ამშვენებს. ამ ეპიტაფიებით გაიგებ, ვინ უსწავლელი დარჩა, ვინ ლოთი იყო, ვინ საკუთარ თხაზე შეყვარებული მწყემსი თუ ვიოლინიოზე დამკვრელი... ეპიტაფიები ხეზე ამოკვეთილი გამოსახულებებით არის "დასურათებული".