დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟი შეეძინათ - კვირის პალიტრა

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟი შეეძინათ

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილ უფროსს, დათა ახალაიასა და მის მეუღლეს, ანი ბენიძეს ტყუპი შეეძინათ.

აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. დათა ახალაიას ცოლმა ანი ბენიძემ "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალშობილთა სამაჯურები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა რომ წყვილს ვაჟები, გიორგი და დემეტრე შეეძინა.

ისინი მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებენ. ანი და დათა 2011 წელს დაქორწინდნენ, ხოლო პირველი შვილი 2012 წელს შეეძინათ, რომელსაც დათას ძმის, ბაჩოს პატივსაცემად, ბაჩო დაარქვეს. იხილეთ ფოტოები