ვისთან ერთად გელით დაუვიწყარი რომანი - ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ვნებიანი პარტნიორები
19-05-2020
ვისთან ერთად გელით დაუვიწყარი რომანი - ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ვნებიანი პარტნიორები
არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ფა­ტა­ლიზმს ეფუძ­ნე­ბა. ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ ძლებს, თუმ­ცა, ერ­თად ყოფ­ნაც მათ­თვის დიდი ომი და გა­მოწ­ვე­ვაა. დღეს გვინ­და ზუს­ტად ასეთ წყვი­ლებ­ზე გე­სა­უბ­როთ და გი­თხრათ, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის რო­მა­ნი სა­ბე­დის­წე­რო.

ვერ­ძი - მო­რი­ე­ლი უძ­ლი­ე­რე­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ წყვილ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მუდ­მი­ვი ომი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო. ეჭ­ვი­ა­ნი მო­რი­ე­ლი და თავ­ნე­ბა ვერ­ძი აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს "რქე­ბით", რაც სა­ბო­ლო­ოდ მო­რი­ე­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

კურო - მშვილ­დო­სა­ნი მე­სა­კუთ­რე, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი
კურო წყო­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იყ­ვა­ნოს თავ­ქა­რი­ან­მა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო მშვილ­დო­სან­მა. მათი სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძაფ­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი, მაგ­რამ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა ამ წყვილს ნაკ­ლე­ბად გა­მო­უ­ვა ხა­სი­ა­თებ­ში მკვეთ­რი გან­სხვა­ვე­ბის გამო.

ტყუ­პი - თხის რქა ერთ-ერთი რთუ­ლი წყვი­ლია. თავ­ქა­რი­ან, მარ­ტივ ტყუპს თხის რქა ათას­ნა­ირ შე­ზღუდ­ვებს და­უ­წე­სებს. ის აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა
სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გოს ტყუ­პი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშე­დე­გო მცდე­ლო­ბაა.

კირჩხი­ბი - მერ­წყუ­ლი მათ შო­რის და­წყე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად სი­ძულ­ვილ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. მერ­წყუ­ლი თა­ვი­დან­ვე შე­ეც­დე­ბა მარ­თოს კირჩხი­ბი, რაც ამ უკა­ნას­კნელ­ში ეჭ­ვებ­სა და გა­უ­ცხო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს. მერ­წყუ­ლი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს გა­ი­გოს კირჩხი­ბის სენ­სი­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბა და ხში­რად მი­ა­ყე­ნებს მას გა­მო­უს­წო­რე­ბელ დარ­ტყმას თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე.

ლომი - თევ­ზე­ბი ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბა ე.წ. "ცივი ომის" ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. ამა­ყი და ცოტა უტაქ­ტო ლომი, ხში­რად მი­ა­ყე­ნებს ტკი­ვილს ემო­ცი­უ­რად ლა­ბი­ლურ თევ­ზებს. ის კი თა­ვის მხრივ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­კე­ტე­ბა და ომს დუ­მი­ლის ფონ­ზე გა­მო­უ­ცხა­დებს, რის გა­მოც ლომი თავს სა­შინ­ლად დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნობს. თუმ­ცა, მათ არა­სო­დეს მი­ე­ცე­მათ გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ქალ­წუ­ლი - ვერ­ძი ქალ­წუ­ლი ბუ­ნე­ბით მშე­ნე­ბე­ლი და შემგრო­ვე­ბე­ლია, ვერ­ძი კი თა­ვის მხრივ ყო­ველ­თვის "და­ან­გრევს" მის აგე­ბულს; რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ამას­თან ერ­თად, ვერ­ძი ქალ­წუ­ლის მეწვრილ­მა­ნე­ო­ბას გა­მოჰ­ყავს წყო­ბი­დან, ქალ­წულს კი არა­სო­დეს ელე­ვა შე­ნიშ­ვნე­ბი ვერ­ძის ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბის გამო.

სას­წო­რი - კურო მათ ერ­თად ყოფ­ნას არ აქვს პერ­სპექ­ტი­ვა, იმი­ტომ რომ არა­სო­დეს გა­მოს­დით პრობ­ლე­მებს გა­უმკლავ­დნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლად და ერ­თობ­ლი­ვად. მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

მო­რი­ე­ლი - ტყუ­პი ტყუ­პი მო­რი­ე­ლის­თვის ვექ­ტო­რუ­ლად "ბა­ტო­ნია", ამი­ტომ ასე­თი კავ­ში­რი მო­რი­ე­ლის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცეს. ისი­ნი შე­საძ­ლოა ვნე­ბი­ან­მა რო­მან­მა და­ა­კავ­ში­როს, მაგ­რამ თავ­ქა­რი­ა­ნი და არას­ტა­ბი­ლუ­რი ტყუ­პი მო­რი­ელს სე­რი­ო­ზულ ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვანს.

მშვილ­დო­სა­ნი
- კირჩხი­ბი ფა­ტა­ლუ­რი რო­მა­ნი ამ ორს შო­რის გარ­და­უ­ვა­ლია. კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბით მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მშვილ­დოს­ნის­თვის ე.წ. "ეჟ­ვა­ნის შებ­მას", რაც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა დიდი კონ­ფლიქ­ტით.

თხის რქა
- ლომი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბია ეს კავ­ში­რი. წყვილს შო­რის ძალ­ზე ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ფი­თი წვრილ­მა­ნე­ბის გამო წარ­მო­იქ­მნე­ბა უთან­ხმო­ე­ბა. ლომი ვერ იღებს ცივი თხის რქის­გან საკ­მა­რის სით­ბოს, თხის რქას კი სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს ლო­მის ეგო­ის­ტუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი.

მერ­წყუ­ლი - ქალ­წუ­ლი რთუ­ლი და ორი­ვე მხა­რის­თვის სა­ხი­ფა­თო კავ­ში­რია. მერ­წყუ­ლი ქალ­წულ­ზე ისე მოქ­მე­დებს, რო­გორც ენერ­გო­ვამ­პი­რი. შე­დე­გად ვი­ღებთ მუდ­მი­ვად ერ­თმა­ნე­თით უკ­მა­ყო­ფი­ლო წყვილს, რო­მე­ლიც ვერც შორ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს და ვერც მშვი­დად თა­ნა­არ­სე­ბობს.

თევ­ზე­ბი - სას­წო­რი ამ წყვილ­ში თევ­ზებს დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ელო­დე­ბა. სას­წორს არ ეს­მის თევ­ზე­ბის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იგი მალე ცივ­დე­ბა პარტნი­ო­რის მი­მართ. თევ­ზე­ბი კი თა­ვის მხრივ ის­ტე­რი­უ­ლად ეჭი­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბას. წყარო
მზია
21 მაისი 2020 00:16
მერწყული ქალწული სრული სიმართლეა ზურტად გაქვთ გადმოცემული ამ წყვილის შესახებ ყოჩაღ თქვენ

რედაქტორის რჩევით
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები