ნინო ბურჯანაძის ვაჟი შეყვარებულია - ვინ არის ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟის რჩეული? - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძის ვაჟი შეყვარებულია - ვინ არის ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟის რჩეული?

ნინო ბურჯანაძე რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საკუთარ იმიჯზე ბევრს ზრუნავს, არახალია. მისი საფირმო მარგალიტის მძივი და ვარცხნილობა, რომელსაც წლებია ატარებს, ქუჩის მიტინგების დროსაც კი არ შელახულა.

ამიტომ მარტივი არ უნდა იყოს, გახდე ნინო ბურჯანაძის რძალი და მისი გული ადვილად მოიგო. პოლიტიკოსის უფროსი ვაჟი ანზორიკო ბიწაძე ახლა დედასავით პოლიტიკაშია და პარტიაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზეა.

წლების მანძილზე ის საკმაოდ პოპულარული სასიძო გახლდათ, თუმცა გაიზარდა და მედია ახლა მასში თითქოს პოლიტიკოსს უფრო ხედავს. თუმცა სასურველი სასიძოების სიაში ისევ რჩება.

ანზორიკო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი სასიყვარულო ისტორიების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. ამბობენ, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ის საკუთარ ჯგუფელზე, ირინკაზე იყო შეყვარებული, რომელსაც მოულოდნელად დაშორდა.

რამდენიმე წლის წინ კი პრესა ლიკა ქორქიას და ანზორიკოს სიყვარულის შესახებ ალაპარაკდა, თუმცა ეს ჭორი არ დადასტურდა. დედისგან, მამისგან და უფროსი ძმისგან განსხვავებით, უმცროსი ვაჟი რეზიკო ბიწაძე პოლიტიკაში არ არის ჩართული.

ახალგაზრდა სასიძო 7 წლის მანძილზე ლონდონში ცხოვრობდა და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, დედა ყოველდღიურად აკონტროლებდა. რეზიკო ბიწაძე გატაცებულია მოტორბოლით და სპორტის ამ სახეობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გაგრძელება