ვაიოლეტის უცნაური ბედისწერა - ამბავი ქალის, რომელიც სამ დიდ საზღვაო კატასტროფას გადაურჩა - კვირის პალიტრა

ვაიოლეტის უცნაური ბედისწერა - ამბავი ქალის, რომელიც სამ დიდ საზღვაო კატასტროფას გადაურჩა

თუ გემის დაღუპვას ცოცხალი გადაურჩით, თავს შეგიძლიათ იღბლიანი უწოდოთ და დარწმუნებულები ვართ, გემის ბორტზე ფეხს აღარასდროს აადგამთ. თუმცა, ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი ყველაზე იღბლიანია ქალია. ის სამი ტრანსატლანტიკური ლაინერების დაღუპვას გადაურჩა. ესენია "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკა". უფრო მეტიც, პენსიაზე გასვლამდე გემებზე მუშაობდა.

ვაიოლეტ ჯესოპი 1887 წლის 2 ოქტომბერს არგენტინაში დაიბადა. ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში მეცხრე ბავშვი იყო. ბავშვობაში ტუბერკულოზი შეეყარა და ექიმებმა რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, თუმცა გოგონამ დაავადება დაამარცხდა და ჯანსაღი იყო სიცოცხლის ბოლომდე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა. მანამდე გოგონა სამონასტრო სკოლაში სწავლობდა. ოჯახს მძიმე ტვირთად რომ არ დასწოლოდა და და-ძმების გამოსაკვები ფული ჰქონოდა, ვაიოლეტი სამგზავრო ლაინერზე სტიუარდესად მოეწყო. სადაც მანამდე დედამისი მუშაობდა. თუმცა, მისი სამსახურში აყვანა გართულდა. იმ პერიოდში ლაინერზე საშუალო ასაკის ქალბატონები მუშაობდნენ, ვაიოლეტი კი 21 წლის გახლდათ. მის სინორჩესა და მიმზიდველობას შეიძლება უსიამოვნება გამოეწვია მგზავრებსა და ეკიპაჟის თანამშრომლებს შორის. კარიერის განმავლობაში ჯესოპმა ხელის თხოვნის სამი შემოთავაზება მიიღო. ერთ-ერთი ზღაპრულად მდიდარი მგზავრი გახლდათ.

ვაიოლეტი მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი, ისიც 6 თვით და შვილები არასდროს ჰყოლია.

გემზე კი მაინც აიყვანეს სამუშაოდ და ისიც იმ პირობით, თუ ბებრუხანას სამოსი ეცმეოდა და უმაკიაჟოდ იქნებოდა.

1908 წელს, ვაიოლეტ ჯესოპი White Star Line-ის კომპანიაში აიყვანეს სამუშაოდ და აქედან იწყება მისი თავგადასავალი. მისი პირველი გემი "მაჯესტიკი" იყო. მიუხედავად მცირე ანაზღაურებისა, თვეში 2,10 გირვანქა სტერლინგი გამოსდიოდა (200 გირვანქა სტერლინგი დღევანდელი კურსით), სამუშაო მოსწონდა. მგზავრებიც მუდამ კმაყოფილები იყვნენ მისით. შემდეგ კი "ოლიმპიკი" გახლდათ. რომელიც 1911 წლის 20 სექტემბერს კრეისერ "ჰოუკს" შეეჯახა. კატასტროფა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ "ტიტანიკის" შემთხვევაში მსოფლიო კატასტროფა დატრიალდა. კომპანიაში იცოდნენ გამოცდილი და გულისხმიერი ვაიოლეტის შესახებ და მდიდრულ ლაინერზე მიიპატიჟეს სამუშაოდ. გაგრძელება