"ადამიანი გამოჰყავთ წყობიდან, უჩივიან და მილიონებს სთხოვენ, მსგავსი საკუთარ თავზეც გამომიცდია" - რატომ გამოუცხადეს ოქიტაშვილმა და ივერმა ბასილაშვილს მხარდაჭერა?
"ადამიანი გამოჰყავთ წყობიდან, უჩივიან და მილიონებს სთხოვენ, მსგავსი საკუთარ თავზეც გამომიცდია" - რატომ გამოუცხადეს ოქიტაშვილმა და ივერმა ბასილაშვილს მხარდაჭერა?
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო სკანდალი გრძელდება, მოგეხსენებათ მას ყოფილმა ცოლმა ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი. 26 მაისს "მედიაცენტრ მთავარში" ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს დავით ოქიტაშვილმა და საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა და სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკოლოზ ბასილაშვილს.

"უპირველესად, ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ქალზე ძალადობა ხომ საერთოდ მიუღებელია. მე და თამარი საერთოდ არ ვიცნობთ ამ ბიჭს, არც მის ოჯახს, ნანახიც კი არ მყავს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ხდება შანტაჟის საბაბით. მე მის მეუღლეს ნელისაც
მინდა მივმართო, დრო გაივლის, დასხდებიან, დაილაპარაკებენ, საერთო შვილი ჰყავთ... ახლა გავიგე ადვოკატის ნათქვამი, რომ თურმე ბავშვი სოცმუშაკთან ერთად მოჰყავდა ხოლმე, იმ დღეს კი სოცმუშაკისთვის უთქვამს ნელის, - შენ არ წამოხვიდეო. აქ რაღაცაშია საქმე, არც ნელის ვამტყუნებ და არც ნიკას, მეც და თამარიც მოვუწოდებთ ყველას, დაელოდონ
სასამართლოს...  ნელის და ნიკოლოზს კი ვეტყვით, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ნერვებს და გაუფრთხილდნენ შვილს... ამასთანავე ნუ გავიხდით მთელი მსოფლიოს სასაცილოდ თავს, ყველა ნიუსი იწყება იმით, თუ რა ხდება საქართველოში. ადამიანი თუ მოძალადეა, სულ არ მაინტერესებს წარმატებულია თუ არა, ჩემი და თამარის გაერთიანება ნიკასადმი არის ერთი მიზნით, რომ იქნებ როგორმე ეს კონფლიქტი ამოიწუროს", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

"როდესაც რაღაც გიხდება შენს ქვეყანაში სკანდალური, იქ მერე უკვე ფინალი, რომ გამართლდი, აღარავის აინტერესებს", - ეს კი თამარ ივერმა განაცხადა. მომღერალი მიიჩნევს, რომ მომხდარმა ჩოგბურთელის იმიჯი შელახა.

"ფაქტია, რომ როდესაც ამდენ თანხას ითხოვ, მეუღლეს ფუფუნებაში ჰყავხარ და კბილებით იცავდი ამ ქორწინებას, ე.ი. ანგარებაზე ხარ დამოკიდებული, არის ბევრი გარემოებები, საიდანაც ეს მიდგომა ვიგრძენი...

როდესაც ადამიანი ცნობილია, არსებობს შემთხვევები, რომ ის გამოჰყავთ წყობიდან, შემდეგ კი უჩივიან და მილიონებს სთხოვენ, მსგავსი საკუთარ თავზეც გამომიცდია. ეს თავის გაპიარების შესანაშნავი საშუალებაცაა და ცხოვრების მოწყობისაც", - განაცხადა თამარ ივერმა "მედიაცენტრ მთავარში". წყარო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?