ვინ არის ბერა ივანიშვილის ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია - კვირის პალიტრა

ვინ არის ბერა ივანიშვილის ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

დები ანი და ნანუკა გუდავაძეები, რომლებსაც ქართული საზოგადოება ორი წლის წინ არ იცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად გათხოვდნენ. ნანუკა გუდავაძე ბერა ივანიშვილის ცოლია და მის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნებულა AMBEBI.GE-ზე.

ყოფილი მოდელი დღეს შვილის აღზრდით არის დაკავებული. ცნობილია, რომ ივანიშვილების ოჯახი კარანტინის დროს მოსახლეობის განწყობაზე ზრუნავდნენ და "ტიკ-ტოკზე" ვიდეოებს აქვეყნებდნენ, რაშიც ჩართული იყო ახალი ნამშობიარები ნანუკაც.

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეულე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია, მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

შენგელი ფიცხელაური მანამდე შს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს. გაგრძელება