"განქორწინების პროცესში და მერეც ნელის პრეტენზიები ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით " - რა მოხდა 21 მაისს ავჭალაში?
"განქორწინების პროცესში და მერეც ნელის პრეტენზიები ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით " - რა მოხდა 21 მაისს ავჭალაში?
ფოტო:ნელი დოროყაშვილი და ნიკა ბასილაშვილი
მოძალადე სპორტსმენი თუ პროვოკატორი მოდელი? ეს კითხვა არაერთხელ გაისმა და პასუხს საზოგადოება სასამართლოზე მიიღებს, საქართველოს ჩემპიონი კი უარს აცხადებს, რამე თქვას თავისი შვილის დედაზე. როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტებს მიღმა და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ჩოგბურთელის წარმატებაში? - ამ კითხვებზე "კვირის პალიტრას" მისმა ძმამ თენგიზ (თენგო) ბასილაშვილმა უპასუხა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- რა მოხდა 21 მაისს ავჭალაში?
თენგო ბასილაშვილი
- კარანტინის პერიოდში მთელი ოჯახი ავჭალაში ვიყავით. შეიძლება ბევრი ცუდად იხსენებს კარანტინის პერიოდს, მაგრამ
ჩვენ ისე გვყავდა ნიკა მონატრებული, პირიქით, გვიხაროდა, რომ აქ იყო. ერთად ვატარებდით დროს. ხან საჭმელს ვაკეთებდით, ხან ჩოგბურთს ვთამაშობდით. ბავშვი ძალიან ენატრებოდა, მაგრამ ლუკასი ნეკამ კახეთში, თავის მშობლებთან გაგზავნა და მის ნახვას ვერ ახერხებდა, თუმცა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პრეტენზია არც ჰქონია. კარანტინი რომ მოიხსნა, ბავშვთან
ურთიერთობა განაახლა. იმ დღეს ნელისთან ბავშვის წამოსაყვანად ერთად მივედით. არ მინდოდა, მარტო მისულიყო, რადგან ნელისგან ცუდს ყოველთვის ველოდით.

- ნელისგან ადრეც ყოფილა პროვოკაცია?
- ყოფილა... ბავშვის ნახვის საათები ამოწურული არ იყო, რომ ავჭალაში, ჩვენს სახლში შემოიჭრა. ადვოკატები ამბობენ, რომ ტანსაცმლის მოსატანად მოვიდა, ნელი ამბობს, ბავშვის წამოსაყვანად მივედიო... ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია... თუმცა, ფაქტია, რომ ნელის პროვოკაცია გამოუვიდა - მთელ ოჯახზე შემაკავებელი ორდერები გამოიწერა, თითქოს ჩვენ მივცვივდით ნელის და არა - პირიქით. ამას დაემატა ნიკას დაკავება, რაც ძალიან მძიმეა ოჯახისთვის. ამან შეიძლება მომავალ სპორტულ ასპარეზობებში ხელიც შეუშალოს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

- რა მოტივი აქვს ნელი დოროყაშვილს?
- განქორწინების პროცესში და მერეც ნელის პრეტენზიები ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით და ნიკა ყოველთვის ცუდს ელოდა. ნელი მსხვერპლი არ არის და მისი საქციელი შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს იმაზე, ვინც მართლაც მსხვერპლია. სიმართლე გაირკვევა, მაგრამ საზოგადოებამ შეიძლება იმ ადამიანების ნდობა დაკარგოს, ვინც მართლა ძალადობის მსხვერპლია. ამ პერიოდში ბევრმა ჩოგბურთელმა, ვინც ნიკას იცნობს, დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოში ძალიან ბევრმა, ვინც პირადად არც კი იცნობს ჩემს ძმას, მხარი დაუჭირა და მინდა მათ ნიკას სახელით მადლობა გადავუხადო. იხილეთ სრულად




თემური
03 ივნისი 2020 15:08
ბავშვი გაიზრდება და თვითონ მოვა შენტან . ბავშვით სპეკულირებს და არ მიაქციო ყურადღება ,
ალექსანდრე
02 ივნისი 2020 14:01
სულ რაღაც სამი წელია რაც გავეყარე ცოლს. რომ წავიკითხე ნიკას ამბავი ის ერთი ერთში ჩემი ისტორიაა. ზუსტად იგივე შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა ჩემზე როგორც მოძალადეს და დედა ჩემზე 88 წლის ქალზე 5 წელი ლოგინად ჩავარდნილი ისიც თურმე მოძალადე. ჩემი მაშინ 10 წლის ბიჭის ჩემთან არ გამოშვებაზე. ქონების ახევის მცდელობა ყველა ბინძური მეთოდებით. მაგრამ ეს არაფერი არ გამოუვიდა. ამიტომ შენთან ვარ ჩემო ნიკა მაგრად იდექი და მშვიდად და პროვოკატორები არაფერი არ გამოუვათ.
moqalaqe
02 ივნისი 2020 13:51
ფილმ კონკიაში გამოდგებოდა ეს ქალი, დედინაცვლის როლში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?