ცუგას საყელური 55.000 დოლარად - კვირის პალიტრა

ცუგას საყელური 55.000 დოლარად

მილიარდების მემკვიდრე პერის ჰილტონმა საზოგადოება კვლავ გააკვირვა - საყვარელ ძაღლს ბრილიანტებით მოოჭვილი, 55.000-დოლარიანი საყელური უყიდა!

''მურიები ძალიან მიყვარს, ამიტომაც ვანებივრებ.

ბოლოს და ბოლოს, მათთვის ყველაფერს მხოლოდ ჩემი შრომით ნაშოვნი ფულით ვყიდულობ", - განაცხადა ვარსკვლავმა, რომელმაც წლის განმავლობაში მომღერლობით, მოდელობით, ტანსაცმლის, სამკაულისა და პარფიუმერიის საკუთარი ხაზის გახსნით, ასევე ცნობილი ფირმების საქონლის რეკლამირებით 23 მლნ დოლარი გამოიმუშავა. სხვათა შორის, შარშან მასზე "ნაწყენი" არც პაპარაცები დარჩენილან, რომლებმაც პერისის ფოტოებით 12 მლნ დოლარი იშოვეს.