ენგი და ჩანგი - სიამის ტყუპის ისტორია, შეზრდილმა ძმებმა ცოლების შერთვაც მოახერხეს და შვილებიც ეყოლათ - კვირის პალიტრა

ენგი და ჩანგი - სიამის ტყუპის ისტორია, შეზრდილმა ძმებმა ცოლების შერთვაც მოახერხეს და შვილებიც ეყოლათ

1869 წელს მარკ ტვენმა სატირული მოთხრობა "სიამის ტყუპი" გამოაქვეყნა. მოთხრობაში ორი შეზრდილი ტყუპი მამაკაცის, ენგისა და ჩანგის თვისებები ჰქონდა აღწერილი. ტვენი პირადად იცნობდა ძმებს და იცოდა, რომ მათ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდათ, დაქორწინდნენ და 20-ზე მეტი შვილიც ეყოლათ.

შეზრდილი ტყუპი 1811 წელს სიამის სამეფოში (ახლანდელი ტაილანდი), ღარიბი ჩინელების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ბიჭები ცირკის მონებად გაიყიდნენ და დაიწყო მათი მოგზაურობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ძმებმა გადაწყვიტეს, იმდენი ფული დაეგროვებინათ, რომ საკუთარი თავებიც გამოესყიდათ, ოჯახებიც შეექმნათ და შვილებიც გაეჩინათ.

მათი მყიდველი ბრიტანელი მეწარმე რობერტ ჰანტერი იყო, რომელმაც ბიჭებში 300 დოლარი (იმ დროისთვის დიდი ფული) გადაიხადა და მათ "სიამის ორმაგი ბიჭები" და "გაერთიანებული ძმები" უწოდა.

ბიჭები სენსაციად იქცნენ. მეცნიერებაში ადრეც იყო შეზრდილი ტყუპის ფენომენი ცნობილი, მაგრამ მათ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდათ და ჩვილობაშივე იხოცებოდნენ. ენგი და ჩანგი კი ძლიერი ბიჭები იყვნენ. სიმძიმეების აწევაში ეჯიბრებოდნენ გამვლელებს და ჭადრაკსაც თამაშობდნენ.

ოფიციალურად, ენგი და ჩანგი მონები იყვნენ, მაგრამ ცირკში გამოსვლების შემდეგ ხელფასს იღებდნენ. მოგვიანებით, საკუთარი თავები გამოისყიდეს, აშშ-ის მოქალაქეობა მიიღეს და ჩრდილოეთ კაროლინაში ფერმა იყიდეს. 30 წლის ასაკში ცოლები მოიყვანეს. გაგრძელება