"გასეირნება" ცაში - კვირის პალიტრა

"გასეირნება" ცაში

შვეიცარიელი ფრედი ნოკი კარგა ხანია მთებში  გაჭიმულ ბაგირზე დაზღვევის გარეშე დადის. ახლა კი გინესის წიგნში მოხვედრა გადაწყვიტა. 46 წლის აკრობატმა ამჯერადაც დაუზღვევლად, შვეიცარიული სილვაპლანას საბაგირო გზაზე, 3 კმ სიმაღლეზე 1,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე "გაისეირნა". ყოველი შემთხვევისთვის გვერდით მაშველთა შვეულმფრენიც მიჰყვებოდა.