სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას - კვირის პალიტრა

სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას

სოფო ნიჟარაძის ორსულობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ყველა შემთხვევაში საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდა. ამაზე თავადაც არაერთხელ უხუმრია მომღერალს.

ორი თვის წინ AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სოფია ნამდვილად ორსულად იყო და პატარას მოლოდინში ამერიკაში ცხოვრობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალი ბოლო დროს "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ძველებურად აღარ აქტიურობდა და სურათებსაც აღარ აქვეყნებდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ, 2 ივნისს მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა და გოგონას ელის-მარია დაარქვა. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ფაქტით ძალიან გახარებულები არიან საქართველოში მყოფი მომღერლის მეგობრები.

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: "მინდოდა მეყვირა, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, რას ლაპარაკობთ -მეთქი?!" - რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე?