მშვენიერი არპის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს - ვინ არის გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს ჯულია რობერტს - კვირის პალიტრა

მშვენიერი არპის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს - ვინ არის გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს ჯულია რობერტს

რამდენიმე დღეა, ახალგაზრდა სომეხი მომღერლის, არპი პეტროსიანის ვიდეომ სოციალური ქსელი მთლიანად დაიპყრო. ჯაზის მომღერალი გოგონა, რომელიც ვიდეოში საოცარ სიმღერას ასრულებს, ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯულია რობერტს.

ვიდეოს ნახვისას, აუცილებლად გაგახსენდებათ კადრები ფილმიდან "ლამაზმანი“, სადაც ჯულია რობერტსი შეუდარებლად თამაშობს. სწორედ ამ პერიოდში გადაღებულ ახალგაზრდა მსახიობს ჰგავს სომეხი მუსიკოსი.

დიდი მსგავსების გამო, სოციალურ ქსელში ყველა ამტკიცებდა იმას, რომ გოგონა ჰოლივუდის ვარსკვლავის შვილია. სინამდვილეში კი ეს უბრალოდ მსგავსებაა. ჯულია რობერტს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს: ჰეიზელი, ფინი და ჰენრი.

როგორც უცხოური გამოცემები წერს, არპი დიდი ხანია რაც საოპერო მომღერალია. მას აქვს უნიკალური ხმა. გოგონას ოჯახისა და საქმიანობის შესახებ ინტერნეტში ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. მას ჰყავს მეუღლე და პატარა ვაჟი. სოციალურ ქსელ Youtube-ს 2019 წლის დეკემბრიდან შეუერთდა, სადაც აქტიურად აქვეყნებს მის შემოქმედებას. უნიკალური ხმისა და ვიზუალის გოგონას ამ დროისთვის Facebook-ზე უკვე 47 ათასი გამომწერი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა