პიერ პაოლო პაზოლინი - დიდი რეჟისორის საფეხბურთო ფილოსოფია - კვირის პალიტრა

პიერ პაოლო პაზოლინი - დიდი რეჟისორის საფეხბურთო ფილოსოფია

1975 წლის 16 მარტს 9:30 პარმაში უჩვეულო საფეხბურთო მატჩი შედგა. ერთმანეთს პიერ პაოლო პაზოლინისა და ბერნარდო ბერტოლუჩის გუნდები დაუპირისპირდნენ. ბერტოლუჩი თავად მინდორზე არ გამოსულა და თავისიანებს ტრიბუნიდან ამხნევებდა, ხოლო პპპ-ს თავისი ტრადიციული მარცხენა ფრთა ჰქონდა დაკავებული. მატჩი, რომელიც ბერტოლუჩის დაბადების დღეს ჩატარდა, იტალიელი მსახიობის და ჯაზის მომღერლის, პაზოლინის ერთადერთი მეგობარი ქალის ლაურა ბეტის მიერ იყო მოწყობილი.

ამისთვის მან სტადიონი დაიქირავა, დიდი ტორტი შეუკვეთა და ადგილობრივი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დაპატიჟა. ლაურამ ეს ორი მაესტროს შესარიგებლად გააკეთა. "უკანასკნელი ტანგო პარიზში" პაზოლინის არ მოეწონა და ეს ბერტოლუჩის ძალიან ეწყინა.

იმ პერიოდში ბერტოლუჩი პარმას პროვინციაში "მეოცე საუკუნე"-ს იღებდა, ხოლო პაზოლინი მანტუაში "სალო, ანუ სოდომის 120 დღე"-ს. მოთამაშეებიც გადასაღები გუნდებიდან შეირჩნენ. პაზოლინის ბიჭები კლუბ "ბოლონიის" ფერებში, ლურჯ-წითლებში (Rossoblù) იყვნენ გამოწყობილნი, ხოლო ბერტოლუჩის გუნდის ფორმის ფერები ფილმის კოსტუმების დიზაინერმა გიტ მაგრინიმ შეარჩია. მისი მაისურები იისფერი იყო, რომელზეც ყვითლად დიაგონალურად წარწერილი იყო - Novecento და ჭრელი გეტრები, რომლებსაც ბურთის დონეზე, დიზაინერის გათვლით, ფსიქოდელიური ეფექტი უნდა შეექმნათ. "ეს რა ფორმაა?" ოდნავ გაღიზიანებულად იკითხა პაზოლინიმ.

ბერნარდო ბერტოლუჩი და პიერ პაოლო პაზოლინი

"ეს იისფერი ფორმაა, რომელიც აღიზიანებს და აბნევს მათ მოწინააღმდეგეებს" უპასუხა ბერტოლუჩიმ. "კარგი ტრიუკია", შეაქო პპპ-მ. ეს მატჩი ისტორიაში შესულია ამ სახელით Novecento (მეოცე საუკუნე) VS Centoventi (ასოცი). "კამპო დელა ჩიტადელაზე" მატჩი საინტერესოდ წარიმართა. პაზოლინის გუნდი 2:0 დაწინაურდა. ეს მოსალოდნელიც იყო."მეოცე საუკუნე"-სხმის ოპერატორი დეჩიო ტრანი იხსენებს: "პაზოლინი თავად იყო კარგი მოთამაშე, კიდევ ნინეტო დავოლი და ფრანკო ჩიტი ...ჩვენთან შედარებით ბრაზილიელები იყვნენ".

40-იან წლებში პიერ პაოლო პაზოლინი დედულეთის-კაზარსას ადგილობრივ გუნდში თამაშობდა. ნინეტო დავოლისთან

ზემოთ დავწერე, რომ მოთამაშეები გადასაღები გუნდებიდან შეირჩნენ, თუმცა მთლად ასეც არ იყო საქმე. მეტოქის უპირატესობა ნათელი რომ იყო, ბერნარდო მხოლოდ თავისი გუნდის ფსიქოდელიური გეტრების იმედად არ დარჩენილა, მან და ფოტოგრაფმა ბეპე ფონტანამგუნდის გასაძლიერებლად "პარმას" ახალგაზრდული გუნდიდან ორი მოთამაშე დაიმატეს, რომლებმაც გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი-5:2 ბერტოლუჩის Novecento-ს სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ სხვადასხვა წყაროს მიხედვით, იმ ორი ახალგაზრდიდან ერთერთი 15 წლის კარლო ანჩელოტი იყო, შემდგომში დიდი მოთამაშე და მწვრთნელი. დამარცხებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პიერ პაოლომ ნახევარი საათით ადრე დატოვა მინდორი და ტრიბუნაზე ბერნარდოს მიუჯდა.

აქაც სხვადასხვა ვერსიებია. ერთის მიხედვით პაზოლინის რამდენჯერმე მოხვდა კოჭებში, რაც წინასწარ იყო დაგეგმილიო. მეორე ვერსიის მიხედვით მაესტრო აღშფოთდა მსაჯის გადაწყვეტილებით, რის შემდეგ საჯარიმო დარტყმებიდან ორი გოლი გავიდა. თავად ბერტოლუჩი იხსენებს, რომ პპპ-მ თანაგუნდელებს გაბრაზებულმა მიაძახა: "ყველა ნარცისები ხართ. არასოდეს მაწვდით ბურთს". მატჩის დამთავრებისთანავე ბერტოლუჩიმ ამაყად ასწია გამარჯვებულის თასი (სავარაუდოდ, ისიც ლაურას შეძენილი) და ჯგუფური ფოტოს შემდეგ, რაგბის მესამე ტაიმის მსგავსად, მოწინააღმდეგეებმა ერთად მოილხინეს და ტორტიც დააგემოვნეს,რომელზეც გამოსახული იყო Trentaquattro (ოცდათოთხმეტი). გაგრძელება