დავით კირკიტაძე გოგონას მამა გახდა - რა დაარქვეს პატარას? - კვირის პალიტრა

დავით კირკიტაძე გოგონას მამა გახდა - რა დაარქვეს პატარას?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე მამა გახდა. მას და მარიამ ახობაძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც თეჯი დაარქვეს. ახალშობილი პატარას მამასთან გადაღებულ ფოტოს ახობაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და უამრავ მილოცვასაც იღებს. დავით კირკიტაძემ და მარიამ ახობაძემ 2019 წლის თებერვალში იქორწინეს. მათ ხელი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოაწერეს. კირკიტაძე იმ დროს ციხეში 2018 წლის 16 დეკემბერს კახეთში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარი ამბების გამო იჯდა. მას პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას ედავებოდნენ. იგი პატიმრობიდან გასული წლის მაისში გათავისუფლდა.

რაც შეეხება მარიამ ახობაძეს, ის ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია.

Ambebi.ge