"მააწექ, მარო..." - კვირის პალიტრა

"მააწექ, მარო..."

ტაილანდის კურორტ პატაიაში ჩატარდა განთქმული "საწოლების რბოლა", რომელშიც მთელი მსოფლიოდან 27 გუნდი (6-6-კაციანი)  მონაწილეობდა.

1500-მეტრიან დისტანციაზე, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ, საწოლებს თითოეული გუნდის 5 წევრი აწვებოდა. ფინიშამდე ბევრი ვერც მივიდა, რადგან საწოლის "მართვა" საკმაოდ რთული გამოდგა. გამარჯვებული სამ კატეგორიაში გამოვლინდა: "ყველაზე სწრაფი", "საუკეთესო სტილის" და... "ყველაზე ნელი" გუნდები.