ვინ უფრო რასისტია? - კვირის პალიტრა

ვინ უფრო რასისტია?

ჰოლივუდის შავკანიანი ვარსკვლავი ჰოლი ბერი და მისი თეთრკანიანი ქმარი, ცნობილი მანეკენი გაბრიელ ობრი ვერაფრით მორიგდნენ საკითხზე - მათი გოგონა ნალა "თეთრკანიანია" თუ "შავკანიანი".

საქმე იქამდე მივიდა, რომ სუპერვარსკვლავმა საბოლოოდ ქმარი რასიზმში დაადანაშაულა და ოფიციალურად ეყრება... გაბრიელი შვილს პრინციპულად თეთრკანიანად მიიჩნევს (მაშინ, როცა ჰოლის "ნიგერსაც" ხშირად უწოდებს). თავად ჰოლის კი სწამს აშშ-ში რასობრივი სეგრეგაციის პერიოდის დროს პოპულარული "ერთი წვეთი სისხლის" თეორიისა, რომლის თანახმადაც, ადამიანი, "ზანგის თუნდაც ერთი წვეთი სისხლით, თეთრკანიანად ვერ ჩაითვლება" და სურს, რომ ნალამ საკუთარი თავი შავკანიანად ჩათვალოს.