როგორ შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ განათლების სისტემა მსოფლიოში - იხილეთ ფოტოები - კვირის პალიტრა

როგორ შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ განათლების სისტემა მსოფლიოში - იხილეთ ფოტოები

კორონავიურუსის პანდემიამ მსოფლიო რადიკალურად შეცვალა და ეს დღეს უკვე აღარავის უკვირს. საზოგადოებამ ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლა და თითქოს ხალხი ნელ-ნელა შეეგუა ახალ რეალობას. ცვლილებების მთელ რიგში კორონავირუსის გამო, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაც მოყვა და წელს მსოფლიოს წამყვანი უნვიერსიტეტები და სხვა სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. დამამთავრებელი გამოცდები კი დისტანციის დაცვით ან ასევე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ამერიკული გამოცემა CNN მსოფლიოში Covid-19-ის გამო შეცვლილ განათლების სისტემაზე ფოტოებს ავრცელებს, რომელიც ზუსტად ასახავს თუ როგორ ჩაიარა 2020 წლის საზაფხულო სემესტრმა მსოფლიოში.

კენეტის სკოლის მოსწავლე, ქოულ ბრედლი მშობლებთან ერთად სკოლის დამამთავრებელ ცერემონიაზე მიდის, ამერიკაში, ნიუ ჰემფშირში ცერემონია სოციალური დისტანციის დაცვით ჩატარდა, 13 ივნისი

ამერიკაში ილიონისის შტატში, სკოლის დამთავრების ცერემონიაზე სოციალური დისტანციის დაცვით მოსწავლეებმა დიპლომები სათითაოდ აიღეს. ცერემონიას პანდემიის გამო არავინ ესწრებოდა, 6 მაისი

"ეარ ფორსის" კურსდამთავრებულებმა დისტანციის დაცვით აყარეს ქუდები და მათ თავზე კომპანიის გამოცდილმა პილოტებმა გადაიფრინეს, 18 აპრილი

ბელგიაში, "ლუვიენ ლა-ნეუვის" უნივერსიტეტში გამოცდები თავისუფალი წესით ჩატარდა, სტუდენტებს შეეძლოთ მისულიყვნენ უნივერსიტეტში ან სახლიდან დაეწერათ ტესტი, 2 ივნისი

ამერიკაში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთა ფოტოები, სკოლის დამამთავრებელი ცერემონის ნაცვლად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფინეს, 14 მაისი

ლექციის დაწყებამდე სტუდენტი სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებს აუდიტორიას, ჩრდილოეთ კორეა, 22 აპრილი

კორონავიურისის გამო გაუქმებული ბანკეტი და ფოტოსესია მობილური ტელეფონებით, ვაშინგტონი, 19 მარტი

სასწავლო პროცესი პირბადეებით, მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში, 22 აპრილი

ვირტუალური დამამთავრებელი ცერემონია რობოტების დახმარებით ჩატარდა, სტუდენტები კი ონლაინ ესწრებოდნენ ცერემონიას, ტოკიო, 28 მარტი

ლანჩის დრო სოციალური დისტანციის დაცვით, ედინბურგი, შოტლანდია,  28 მარტი

საუკეთესო მეგობრების შეხვედრა სკოლის ეზოში პანდემიის პერიოდში, ამერიკა, 5 აპრილი

სადილის დრო საბავშვო ბაღში დისტანციის დაცვითა და სპეციალური ფარების დახმარებით, ტაილანდი, ბანკოკი, 23 ივნისი

სკოლის მოსწავლეები პირბადითა და დისტანციის დავით უსმენენ მასწავლებელს, იაკოჰომა, იაპონია, 6 აპრილი

სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დამცავი ფარის მეშვეობით აგრძელებენ სწავლას, უხანი, ჩინეთი, 6 მაისი

დაწყებითი სკოლის მოსწავლეები გაკვეთილის დაწყების მოლოდინში, დანია, 16 აპრილი

(სპეციალურად საიტისთვის)