მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები - როგორ გამოიყურება პატარა ლეა - კვირის პალიტრა

მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები - როგორ გამოიყურება პატარა ლეა

14 თებერვალს, ვალენტინობას მაკა ასათიანის უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილს გოგონა შეეძინათ. ლეა ჟორდანია შვეიცარიაში დაიბადა და ჩვენი ინფორმაციით, კარანტინის პერიოდი საქართველოში, ნანიკოს მშობლების სახლში გაატარა.

წყვილი ორსულობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ჟორდანია-კლდიაშვილის წყვილს აქამდე არც ბავშვის ფოტოები გამოუქვეყნებიათ.

თუმცა, როგორც ჩანს, ახალბედა დედამ გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა და ლეას ფოტოები, რომელიც მამის კალთაში ნებივრობს, "ინსტაგრამ" სთორიში გამოაქვეყნა.

გაგრძელება