"მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის? - კვირის პალიტრა

"მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის?

ამ რამდენიმე დღის ცნობილი გახდა, რომ მინდია გოგოჭური სასტუმრო "პარაგრაფში" დააკავეს, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ინფორმაცია გავრცელდა ისე, რომ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავესო, არადა, როგორც ამბები.გე-სთვის გახდა ცნობილი, გოგოჭური კარგა ხანია უკვე რაც დაშორდა მაშო ჩიჩუას და წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი მისთვის არც თუ ისე კომფორტული გახლდათ. გარდა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ აპატია პრეზიდენტის იმჟამინდელ სასახლეში ცხოვრება, ბიძინა ივანიშვილის შერჩეული პრეზიდენტი, მარგველაშვილი ცოლის ნათესავებმა არაერთ უხერხულ სკანდალში გახვიეს.

ყველას ახსოვს ექსპრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები, რომელთა შორის მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა გახლდათ. მარგველაშვილის ციხიდან გამოსული ცოლის ძმა, მალევე შეაბრუნეს, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით.

რაც შეეხება მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას იმჟამინდელი ქმრის მინდია გოგოჭურის დაკავებების სერიას, ეს ხშირად იუმორის საგანიც კი ხდებოდა, რადგან გოგოჭური მარგევლაშვილის პრეზიდენტობის დროს არაერთხელ დაჭრეს თუ დააკავეს.

მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. მაშო ჩიჩუასა და მინდია გოგოჭურის ქორწინება წლები გაგრძელდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგოჭურის სახელი არაერთხელ გახმაურდა მედიაში და ის სხვადასხვა კრიმინალურ საქმეს უკავშირდება.

2018 წლის 5 დეკემბერს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მინდია გოგოჭური და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

მინდია გოგოჭურის სახელი წინა წლებშიც არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. გაგრძელება