"ჭორიკანას" ახალი "პროფესია" - კვირის პალიტრა

"ჭორიკანას" ახალი "პროფესია"

სერიალ "ჭორიკანას" ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი "მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალი" გახდა: პორტალ AskMen-ის მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვაში რამდენიმე მილიონმა მამაკაცმა იგი 99 ქალს შორის აირჩია. კეტი პერი ამჯერად მე-8 ადგილზე გავიდა, ათეულში კი ვერ მოხვდნენ აღიარებული სექსსიმბოლოები: ნატალი პორტმანი (მე-11 ადგილი), პენელოპა კრუსი (მე-16), შაკირა (26-ე), მეგან ფოქსი (49-ე), ევა ლონგორია (69-ე), ანჯელინა ჯოლი (67-ე), მარია შარაპოვა (მე-80)... ცხადია, გამარჯვებულს უამრავი შეთავაზება "დაატყდა თავს", თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთზე დაითანხმეს: სუპერსერიალში "სექსი დიდ ქალაქში", ასაკის გამო გათავისუფლებული სარა ჯესიკა პარკერის ნაცვლად, კერი ბრედშოუს როლს ამიერიდან "მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალი" შეასრულებს.