გასეირნება წყალქვეშ... კაბრიოლეტით?! - კვირის პალიტრა

გასეირნება წყალქვეშ... კაბრიოლეტით?!

ჟენევის ავტოსალონზე შვეიცარიულმა საავტომობილო კონცერნმა (ღინსპეედ) მდიდრებისთვის განკუთვნილი "ლოტუსის" ბაზაზე წარმოებული ამფიბია-კაბრიოლეტი

სუბა წარმოადგინა, რომლითაც წყალში 10 მ სიღრმეზე გასეირნება შეიძლება. "ჯეიმს ბონდით შთაგონებული" ავტოს ნიმუში 1,5 მლნ დოლარი დაჯდა, თუმცა საბაზრო ფასი გაცილებით ნაკლები იქნება. ხმელეთზე ის ჩვეულებრივი ავტომობილია, წყალქვეშ კი სულ 3 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, თანაც მგზავრებისთვის სპეციალური ღია სალონის აკვალანგები მოჰყვება.