ლედი გაგა "გამოიჩეკა"
21-02-2011
"გრემის" ცერემონიაზე ლედი გაგამ მონაწილენიც და მაყურებელიც კვლავ შოკში ჩააგდო - მათი აზრით, ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რაც ოდესმე გაგას დაუდგამს ან უჩვენებია.

დარბაზში "მონებმა" ბალდახინზე მდგარი გიგანტური გამჭვირვალე კვერცხი "შემოიტანეს". მასში ემბრიონის მსგავსად "ჩასვენებული" გაგა სცენაზე "გამოიჩეკა"!

მოულოდნელი ეფექტის მოსახდენად სცენაზე გასვლას კვერცხში მოკალათებული ექსცენტრიკული მომღერალი 3 საათი უცდიდა, "მონები" კი გარშემო ყველას უხსნიდნენ, რომ შოუს დაწყებამდე "ემბრიონი არ გამოიჩეკებოდა". ამ ფონზე ის, რომ გაგამ ვოკალისთვის ამჯერადაც მთავარი
ჯილდო მიიღო, ლამის დაავიწყდათ კიდეც.     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები