ელისი ცოლად მათი სახლის აუზის მშენებელს გაჰყვა, ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა... - ვინ არიან მსოფლიოს მდიდარი ქალბატონები - კვირის პალიტრა

ელისი ცოლად მათი სახლის აუზის მშენებელს გაჰყვა, ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა... - ვინ არიან მსოფლიოს მდიდარი ქალბატონები

2020 წელს, "ფორბსის“ მილიარდერ ქალთა სიაში სულ 234 ქალი შევიდა. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალბატონების ათეულს:

ფოტოგალერეა

1. ელის უოლტონი

ელის უოლტონი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია. ფორბსის სიაში ის პირველ ადგილს იკავებს. მისი ქონება 54.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამერიკელი მილიარდერი, 2018 წლის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა რიცხვში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ, ხოლო 2020 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონია.

მისი მშობლები მსოფლიოში ცნობილი საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელის Walmart-ის დამფუძნებლები იყვნენ. გოგონა თავიდანვე მშობლების კომპანიაში მუშაობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან საკუთარი საინვესტიფიო ფონდი დააარსა, მალე კი საკუთარი დაარსებული ბანკის პრეზიდენტიც გახდა.

დღეს ელის უოლტონი აქტიურადაა ჩართული აშშ-ის კულტურულ ცხოვრებაში. აფინანსებს მხატვრებსა და პოეტებს. ასევე აფინანსებს მუზეუმებსა და სხვადასხვა სასწავლო კურსებს.

პირველად უოლტონი 24 წლის ასაკში ბანკირზე გათხოვდა, თუმცა მათი ქორწინება მალევე დასრულდა. მეორედ, ელისი ცოლად მათი სახლის აუზის მშენებელს გაყვა, ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა.

2. ფრანცუაზა ბეტანკურ-მეიერსი

ის 48.9 მილიარდი დოლარით, პლანეტის ყველაზე მდიდარ ქალებს შორის, მეორე ადგილზეა. ფრანგმა ქალბატონმა დედის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით 39.5 მილიარდი დოლარი მიიღო. ბეტანკურ-მეიერსი ფრანგული კომპანია L’oreal-ის აქციონერია. ეს კომპანია მოდის ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. მათი პარფიუმერია და კოსმეტიკა მთელს მსოფლიოში იყიდება. კომპანია ფრანცუაზას ბაბუამ ეჟენ შულერმა დააარსა.

3. ჯულია კოხი

მესამე ადგილს 38.2 მილიარდი დოლარით ჯულია კოხი იკავებს. ჯულია მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენის დევიდ კოხის მეუღლეა. მისი მეუღლე იმ ოჯახში დაიბადა, რომელთაც შემდეგ Koch Industries-ს დააარსეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ჯულია Koch Industries-ს მემკვიდრე გახდა. ის ამავე დროს ფილანტროპია.

4. მაკკენზი ბეზოსი (სკოტი)

მაკკენზი ბეზოსი კიდევ ერთი მდიდარი ქალბატონია, რომელმაც უდიდესი ქონება მეუღლესთან დაშორების შემდეგ მიიღო. ის მწერალია და ამავე დროს ფილანტროპი. მაკკენზი ამჟამად 36 მილიარდი დოლარის მფლობელია და ყველაზე მდიდარ ქალთა სიაში მე-4 ადგილს იკავებს. მისი მეუღლე ჯეფ ბეზოსი ცნობილი მილიარდერია, მან დააარსა მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი.

5. ჟაკლინ მარსი

ამერიკელი მილიარდერი ქალბატონი, რომელიც მსოფლიოში ალბათ ყველასთვის საყვარელი M&M’s-ის და საკონდიტრო კომპანია Mars-ის დამფუძნებელთა ოჯახიდანაა, დღეს ყველაზე მდიდარ ქალთა შორის მე-5 ადგილს იკავებს. 2020 წლის "ფორბსის“ მონაცემებით, მისი ქონება 24.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

6. იან ჰუიანი

ქონების დეველოპერი იან ჰუიანი, რომელიც 2020 წლის მონაცემებით, 20.3 მილიარდ დოლარს ფლობს, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მან ქონება 2005 წელს მამისგან მიიღო. მას კომპანია Country Garden Holdings-ის საკონტროლო პაკეტი გადაეცა. კომპანია ავეჯს აწარმოებს. 2018 წლის მონაცემებით, 36 წლის გოგონა ჩინეთის 5 ყველაზე მდიდარ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

7. სუზან კლატენი

გერმანელი მილიარდელი ქალბატონის ქონება გასულ წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა, თუმცა ცნობილი გერმანული ავტომობილების ბრენდის BMW-ს საოჯახო ბიზნესის მემკვიდრე, ამჟამად 16.8 მილიარდ დოლარს ფლობს და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალთა რიცხვშია. გერმანელ მილიარდერ ქალბატონს აქციები აქვს არა მხოლოდ საავტომობილო ბიზნესში, არამედ ფარმაცევტულ კომპანიებშიც. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მან მემკვიდრეობით, ქიმიური წარმოების კომპანიის Altana AG-ს 50%-იანი წილიც მიიღო, შემდეგ კი დანარჩენი 50%-იც შეისყიდა. კლატენი ასევე ფლობს BMW-ს აქციების 50%-ს.

8. ლოურენ პაუელ ჯობსი

Apple-ს ერთ-ერთი დამაარსებლის სტივ ჯობსის ქვრივი, ლოურენ პაუელ ჯობსი, მსოფლიოს უმდიდრეს ქალთა რიცხვშია. მისი ქონება 16,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ლოურენმა ოჯახთან ერთად მემკვიდრეობით კომპანიებიდან Apple და Disney 20 მილიარდი დოლარი მიიღო. ამის შემდეგ მან ინვესტიცია ჟურნალისტიკაში განახორციელა და მალე ჟურნალ Atlantic-ის აქციების მფლობელიც გახდა.

9. ჟონგ ჰუიუანი

ფარმაცეპტული კომპანია Hansoh Pharmaceutical Group-ის შემქმნელი ჟონგ ჰუიუანი, დღეს აზიაში მეორე უმდიდრეს ქალად ითვლება. ყოფილი ქიმიის მასწავლებელის ქონება 2020 წლის "ფორბსის“ მონაცემებით, 14.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ფარმაცევტული კომპანია ფსიქოტროპულ წამლებს ამზადებს და ერთ დღესაც, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. ჰუიუანის მეუღლე და შვილებიც ფარმაცევტულ ბიზნესშია ჩართული, თუმცა ჟონგი მეუღლეზე უფრო მეტ ქონებას ფლობს, ის მსოფლიოს უმდიდრეს 70 ადამიანთა რიცხვშია.

10. ჯინა რაინჰარტი

ავსტრალიელი მილიარდერი, რომლის ქონებაც 2020 წლის "ფორბსის“ მიხედვით 13.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის მე-10 ადგილზეა.

რაინჰარტი ავსტრალიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მას მემკვიდრეობით მამისგან ერგო კომპანია Hancock Prospecting, რომელიც ლითონის საბადოების მფლობელია. თავდაპირველად ჯინა საოჯახო ბიზნესს დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა და მთელი ქონება მის განკარგულებაში იყო, თუმცა მოგვიანებით, მისმა შვილებმა უმდიდრეს ქალბატონს უჩივლეს და მათი კუთვნილი წილი სასამართლოს გზით გამოართვეს. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა: პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონები