15 წლის მოზარდის ბოლო სურვილი გორბაჩოვთან შეხვედრა იყო - როგორ მოხვდა მძიმე სენით დაავადებული ამერიკელი ბიჭი საბჭოთა კავშირში?
15 წლის მოზარდის ბოლო სურვილი გორბაჩოვთან შეხვედრა იყო - როგორ მოხვდა მძიმე სენით დაავადებული ამერიკელი ბიჭი საბჭოთა კავშირში?
ფოტო:ჯეფ ჰენინგსონი, მიხეილ გორბაჩოვი
1989 წელს ამერიკელ მოზარდს ჯეფ ჰენინგსონს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. მას ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ექიმებმა ოჯახს განუცხადეს, რომ მოზარდს 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მაშინ, როცა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ბიჭისთვის ბოლო სურვილი შეესრულებინა, მათ ყველაზე უცნაური თხოვნა მოისმინეს. ჰენინგსონს მოსკოვში გამგზავრება, მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრა და საუბარი სურდა, იმ მსოფლიოზე, სადაც არ იარსებებდა ბირთვული იარაღი.

1986 წლის ზაფხულში, 15 წლის ჯეფი, ველოსიპედით მაღაზიაში მიდიოდა და მოულოდნელად ავარიაში მოყვა. "ქალმა, რომელიც მანქანას ატარებდა,
ვერ შემამჩნია, მანქანა პირდაპირ მე დამეჯახა. ძლიერი დარტყმისას, მანქანამ სამი მეტრით გადამაგდო და ასფალტზე თავი დავარტყი" - იხსენებს ჯეფი ავარიას.

როგორც აღმოჩნდა, ის ჩაფხუტის გარეშე მოძრაობდა და ავარიისას გონება დაკარგა. 15 წლის ბიჭმა მოგვიანებით საავადმყოფოში გაახილა თვალი, ის თავს კარგად გრძნობდა და სახლში იმ დღესვე
გაწერეს, თუმცა ერთ კვირაში ეპილეფსიური შეტევები დაეწყო. ბიჭი მშობლებმა ტომოგრაფიის გასაკეთებლად წაიყვანეს. საავადმყოფოში ნაავარიევი ტრამვების ნაცვლად, სიმსივნე აღმოუჩინეს.

როგორც ჯეფი ამბობს, მისი მთავარი მისია იყო სიცოცხლეში დაესრულებინა იმ ლაზერზე მუშაობა, რომლითაც მომავალში სახელს გაითქვამდა.

ჯეფის ოცნება იყო NASA-ში ემუშავა და შეექმნა ლაზერი, რომლის სხივიც, მთვარეზე კოსმონავტების დატოვებულ "აპოლონ-11"ის ამრეკლავში აირეკლებოდა. ლაზერის შექმნის სურვილმა და მეცნიერების სიყვარულმა ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მამასთანაც დააახლოვა. როგორც ბიჭი იხსენებს, მამამისი ომის შემდეგ აღარავის ეკონტაქტებოდა.

ყველასათვის უცნაური იყო ჯეფის სხვა ინტერესებიც, NASA-ში მუშაობისა და ლაზერის შექმნის გარდა, ის მსოფლიო პოლიტიკაზეც ფიქრობდა და ჯერ კიდევ მოზარდი, ამბობდა, რომ აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის თანამშრომლობა მსოფლიოს ძალიან კარგ შედეგს მოუტანდა. მისი დიდი სურვილი იყო მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრა და პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი.

"როცა ექიმი პალატაში შემოვიდა, მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ანალიზის პასუხები ცუდი იყო... ვწუხვარ, მაგრამ ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გაქვს, ის აგრესულია და სწრაფად ვრცელდება", - იხსენებდა ექიმის სიტყვებს ჯეფი. მას უთხრეს, რომ სავარაუდოდ 2 წელი იცოცხლებდა.

დიაგნოზის შემდეგ, ჯეფი შეუდგა მკურნალობას. ის სკოლაშიც დაბრუნდა და გააგრძელა ყოველდღიური საქმიანობა. იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, რომლის საშუალებითაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა. მაშინ, როცა სხვა მოზარდები "დისნეი ლენდში" აღმოჩენასა და გართობაზე ოცნებობდნენ, ჯეფი სხვა უფრო მასშტაბური და ზოგადსაკაცობრიო საკითხებით იყო შეწუხებული. ფილების ნახვის შემდეგ, დარდობდა, რომ ყოველწლიურად უამრავი თანხა იხარჯება ბირთვული იარაღის შექმნაზე. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Starlight Children's Foundation-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ბავშვებს ოცნებების ასრულებაში ეხმარებოდა, განუცხადა, რომ სურდა საბჭოთა კავშირში გაფრენა და მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრა.

"მინდა საბჭოთა კავშირში გავფრინდე, შევხვდე მიხეილ გორბაჩოვს და განვიხილო ბირთვული იარაღის უარყოფისა და "ცივი ომის" დასრულების გეგმა... გავიგებ, თუ ეს თქვენს ძალებს აღემატება, მაგრამ ეს არის ჩემი ბოლო სურვილი" - განაცხადა მოზარდმა.
ჯეფი მოსკოვში 1988 წლის აპრილში
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯეფი "ახალგაზრდა ამერიკელი ელჩების" ჯგუფში გააერთიანეს და უამრავი მცდელობის შემდეგ, მოზარდი რუსეთში ჩაფრინდა.

მოსკოვში ბავშვებმა დაათვალიერეს ისტორიული ადგილები. ისინი ელოდნენ, რომ მოსკოვში ქუჩის ყოველ კუთხეში ტყავის მოსასხამიანი აგენტები დახვდებოდათ, ისე, როგორც ფილმებში ჰქონდათ ნანახი, თუმცა მათ განსხვავებული საზოგადოება დახვდა. სასტუმროში მისვლისას კი ავეჯში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს.

"ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა ჯგუფის წევრი გოგონა ნომერში შევიდა და იქ ორი უცხო მამაკაცი აღმოაჩინა. ისინი გოგონას ნივთებში იქექებოდნენ. ვფიქრობდი, გაჩხრეკდნენ თუ არა ჩემს ნომერსაც. გორბაჩოვისთვის საჩუქარი მქონდა წამოღებული და არ მინდოდა მათ ეს საჩუქარი მოეპარათ. ეს იყო ჩემი გამოსაშვები ალბომი, სადაც ყველას ხელმოწერა იყო. სულელური საჩუქარი იყო, თუმცა მეგონა, რომ მას ეს საჩუქარი მოეწონებოდა".

რამდენიმე დღის შემდეგ, ჯეფს განუცხადეს, რომ გამზადებულიყო, ჩაეცვა პიჯაკი და მას გორბაჩოვი შეხვდებოდა, სასტუმროს შესასვლელში ლოდინისას კი აღმოაჩნა, რომ საბჭოთა კავშირის პირელ პირს მისთვის არ ეცალა. გორბაჩოვის მდივანმა კი განუცხადა, რომ ის სხვა ძალიან საინტერესო ადამიანთან გაემგზავრებოდა.

"ჩამსვეს ლიმუზინში და წავედით ქალაქგარეთ. სტუმრად ერთი ძალიან საყვარელი წყვილის ოჯახში აღმოვჩნდი. ისინი სხვადასხვა ფილოსოფიურ იდეასა და იმ საკითხებზე საუბრობდნენ, როგორ შეიძლება ჩვენმა ქვეყნებმა მშვიდობიანად იარსებონ".

მხოლოდ მოსკოვში დაბრუნებისას გაიგო ჯეფმა, რომ ის სტუმრად ბირთვული იარაღის საკითხებში გორბაჩოვის "მარჯვენა ხელთან", ფიზიკოს, ევგენი ველიხოვთან იმყოფებოდა.
ევგენი ველიხოვი
დიპლომატიური ტურის დასრულების შემდეგ, ჯეფი კალიფორნიაში დაბრუნდა, მისი ალბომი კი, როგორც უთხრეს, გორბაჩოვს გადაეცემოდა.

სახლში დაბრუნებულ მოზარდს, მოსკოვიდან აშშ-ის ელჩმა დაურეკა და უთხრა, რომ მის სახელზე უამრავი წერილი იყო. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში სტუმრობისას, ჯეფთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ჩაწერა, ბიჭის ისტორიამ კი მკითხველზე იმოქმედა და მათ ჯეფს უამრავი წერილი გაუგზავნეს.

15 წლის ბიჭმა კალიფორნიაში გააგრძელა მკურნალობა. ყველა ელოდა, რომ სიმსივნე ისევ დაბრუნდებოდა, თუმცა ამ პერიოდში ბიჭმა ჩააბარა ლონდონში, შემდეგ კი ისევ აშშ-ში დაბრუნდა. აშშ-ში განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო და "გაეროში" დაიწყო მუშაობა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეპილეფსიით გამოწვეული შეტევების გამო, ის იძულებული გარდა, "გაეროში" სამსახური მიეტოვებინა. 2008 წელს 37 წლის ჯეფი მეუღლესთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნდა, ძველი ნივთების დალაგებისას კი ყუთი აღმოაჩინა, სახელად "ნოსტალგია", სწორედ ამ ყუთში ჰქონდა მას წერილები შენახული.
ჰეფი მშობლებთან ერთად
ერთ-ერთ გამოგზავნილ წერილში, ჯეფმა ტელეფონის ნომერიც აღმოაჩინა, დარეკა და რუსმა ქალბატონმა უპასუხა. ჯეფმა გადაწყვიტა მოსკოვში წასულიყო და ის ხალხი ენახა, ვინც მას წლების წინ წერილს სწერდა. სურდა ფილმიც გადაეღო, თუმცა არ გამოუვიდა.

ახლა ჯეფი 49 წლისაა და მწერლობაში სცადა ბედი. მკურნალობის შედეგად სიმსივნე დაამარცხა, თუმცა ეპილეფსიისგან ვერ განიკურნა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

ლია
04 აგვისტო 2020 12:03
იქნებ სიმართლეა რა გული გაგიტეხიათ
ნატო
02 აგვისტო 2020 14:40
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის!!!
სიმართლე.
01 აგვისტო 2020 16:34
კარგი ზღაპარი სწერია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები