"მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავ" - რამ გამოიწვია კახა კალაძის გაღიზიანება ცოლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე? - კვირის პალიტრა

"მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავ" - რამ გამოიწვია კახა კალაძის გაღიზიანება ცოლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე?

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ჭავჭავაძის გამზირი და იქ არსებული გადატვირთული სამანქანო მოძრაობა. ამის მიზეზი თბილისის მერიის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით პირველი აგვისტოდან ჭავჭავაძეზე მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყო.

ავტობუსები მგზავრთა გადაყვანას სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში ახორციელებენ. როგორც აღმოჩნდა შეცვლილმა მოძრაობამ დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი დატვირთა და თითქმის ყოველდღიურად იქ საცობებია.

მოქალაქეები ადგილზე გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში მუდმივად ტვირთავენ და მერიას ინიციატივას უწუნებენ. ამბობენ, რომ სექტემბრიდან, როდესაც დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება, ვითარება დამძიმდება და ვაკეში გადაადგილება "შეუძლებელი გახდება".

"გაჭედილ ვაკის" თემას არამხოლოდ "ფეისბუქზე", არამედ "ინსტაგრამზეც" განიხილავენ, მათ შორის თბილისის მერის ანუკი არეშიძის პირად გვერდზე. ცოტა ხნის წინ კალაძის მეუღლემ საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კომენტარებში სწორედ საცობებზე ხუმრობდნენ. ერთი-ერთი მოქალაქის კომენტარმა მერის გაღიზიანებაც კი გამოიწვია. გაგრძელება