დედა-შვილს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთ ფოტოზე მათი გარჩევა რთულია - ვინ არის მონიკა ბელუჩის მშვენიერი ქალიშვილი?
12-08-2020
დედა-შვილს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთ ფოტოზე მათი გარჩევა რთულია - ვინ არის მონიკა ბელუჩის მშვენიერი ქალიშვილი?
ჰოლივუდის ვარსკვლავების, განსაკუთრებით კი ცნობილი მსახიობების მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ოჯახის ისტორია საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდება ფოტოები მსახიობებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ. ამჟამად სოციალურ ქსელში Dolce&Gabbana-ს სარეკლამო რგოლის გადაღებისას კომოს ტბაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა. როგორც ბლოგერები წერენ, ტბაზე ოჯახის კიდევ ერთხელ შეკრების მიზეზი მონიკასა და ვენსანის უფროსი შვილი დევა კასელი გახდა.


15 წლის გოგონა გასულ წელს იღებდა მონაწილეობას Dolce&Gabbana-ს გადაღებებში, თუმცა როგორც
ამბობენ, ახალი სუნამოს სარეკლამო რგოლის შექმნისას მონაწილეობას ისევ დევა მიიღებს.


თავდაპირველად დევა Dolce&Gabbana-ს არომატის Dolce Shine-ს სახე იყო. როგორც ფრანგული გამოცემები წერდნენ, მონიკა ბელუჩი უკვე რამდენიმე წელია თავად გახლავთ Dolce&Gabbana-ს სახე, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი რომ ბრენდმა ახალი ხაზის წარმოსადგენად მონიკას ქალიშვილი შეარჩია.

დევა
კასელი

დევა მონიკასა და ვენსანის პირველი ქალიშვილია. ის რომში 2004 წლის 12 სექტემბერს დაიბადა. გოგონა ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, ცდილობს ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ ნაკლებად მოექცეს. მას დაც ჰყავს - ლეონი, ხოლო 2019 წელს ოჯახს კიდევ ერთი გოგონა - ამაზონია შეემატა, ის ვენსან კასელისა და მოდელის თინა კუნაკის შვილია.

დევა ისეთივე ლამაზი და გამორჩეულია, როგორც მონიკა იყო ახალგაზრდობაში. დედა-შვილს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდობის ფოტოების შედარებისას, მათი გარჩევა რთულია. სამოდელო კარიერის გარდა, როგორც ცნობილია გოგონა მუსიკითაა გატაცებული. ის მღერის და საკმაოდ კარგად უკრავს გიტარაზე.

დევა კასელი და მონიკა ბელუჩი

მონიკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მის ორივე ქალიშვილს მსახიობისთვის აუცილებელი ყველა მონაცემები აქვთ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

"ვფიქრობ, ჩემს შვილებს მსახიობის მონაცემები აქვთ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება, ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები და მხარს დავუჭერ“, - ამბობს მონიკა.

თავად დევა კი ცდილობს დედას დაემსგავსოს. ფოტოებსაც ისე იღებს, როგორც ადრე მონიკა იღებდა. როგორც გოგონა ამბობს, დედამისი მისთვის სტიმულის მომცემი და ინსპირაციის წყაროა.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ერთმანეთს 14-წლიანი ქორწინების შემდეგ, 2013 წელს დაშორდნენ. ვენსანი უკვე მეორე ქორწინებაშია. ის თინა კუნაკიზე 2018 წელს დაქორწინდა და წყვილს უკვე საერთო შვილიც ჰყავს.


ნინი
12 აგვისტო 2020 20:23
მონიკას თვალები სულ სხვაა...
მონიკა
12 აგვისტო 2020 14:04
უდავოდ ლამაზია შვილიც, ასაკში სხვაობაც თავისას შვება, მაგრამ თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, როგორც ჩვენებურად იტყვიან, მონიკა 10 თავით სჯობს თავის ქალიშვილს!!!

ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს.. გასაგებია, მაგრამ მონიკას შვილი რომ არ იყოს, არა მგონია ვინმეს სადმე გადაეღო ეს გოგო.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?