"სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და..." - სად და როგორ ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები - კვირის პალიტრა

"სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და..." - სად და როგორ ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები

მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, როდესაც ბევრი ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია, საქართველოს მთავრობის მეთაური და წევრები მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებენ საქართველოში დასვენებისკენ. იგივეს აკეთებენ თავად პოლიტიკოსები და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ოჯახებთან ერთად მოგზაურობენ.

ასე მაგალითად, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან და ვაჟებთან ერთად შეკვეთილში, რაჭასა და ლაგოდეხშიც იმყოფებოდა. მერის დიზაინერმა მეუღლემ ანუკი არეშიძემ ინსტაგრამზე საინტერესო და არაორდინალური ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "სოფელში ცხოვრების თავგადასავლები და აღმოჩენები. და როგორ მოგწონთ ჩემი კაბა ამ სიტუაციაში?".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად ბახმაროს და ყაზბეგს სტუმრობდა.

რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ოჯახთან ერთად ხვამლის მთაზე და არხოტის ხეობაში იყო. პოლიტიკოსის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: "ჩვენ ვართ ოჯახი", #აღმოაჩინეისრაცშენია, #იმოგზაურესაქართველოსთვის".

გთავაზობთ ფოტოგალერეას, სად ისვენებენ პოლიტიკოსები და მათ ოჯახის წევრები საქართველოში

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: სახლში, სოფელში, აქციაზე და... - ქართველი პოლიტიკოსების "სელფები"