"მეშინოდა იმის, თუ რას იფიქრებდა ხალხი, რენე არასდროს მიყურებდა ისე, როგორც პატარა ბავშვს, ჩვენს შორის ასაკი არაფერია" - კვირის პალიტრა

"მეშინოდა იმის, თუ რას იფიქრებდა ხალხი, რენე არასდროს მიყურებდა ისე, როგორც პატარა ბავშვს, ჩვენს შორის ასაკი არაფერია"

ფოტოგალერეა

იშვიათია მსოფლიოში ისეთი წყვილი ნახო, როგორიც მომღერალი სელინ დიონი და პროდიუსერი რენე ანჯელილი იყვნენ, მათ სიყვარულზე ჰოლივუდში დღესაც ლეგენდები დადის. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დიონსა და ანჯელს უსასრულოდ უყვარდათ ერთმანეთი. რენე სიმსივნის დიაგნოზით, 2016 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა, თუმცა, მათი სიყვარული არც ამით დასრულებულა. დიონი ახლაც ემოციებითა და სევდით იხსენებს მათი ერთად ცხოვრების 21 დაუვიწყარ წელს.

სელინ დიონი დიდ ოჯახში დაიბადა, 13 დედმამიშვილიდან ის ერთადერთი იღბლიანი გოგო აღმოჩნდა, რომელსაც სიმღერისთვის იდეალური ხმა და სმენა ჰქონდა. 12 წლის სელინ დიონი, ერთ-ერთ ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიაში რენე ანჯელილს შეხვა, მაშინ რენე 38 წლის იყო და სელინს კარიერის აწყობაში ეხმარებოდა. როდესაც რენემ პირველად გოგონას სიმღერა მოისმინა, გაოგნებული უყურებდა და ვერაფრის თქმა შეძლო.

სულ მალე რენემ სელინის სამომავლო გეგმებზე დაიწყო ფიქრი და მის ხმაზეც ბევრი იმუშავა, 1981 წელს ანჯელმა თინეიჯერი სელინი და დედამისი კანადაში, იაპონიასა და ევროპაში სიმღერის ტურნეში წაიყვანა. როდესაც დიონი 19 წლის გახდა ანჯელმა ის პირველად დაპატიჟა ოფიციალურ პაემანზე, თუმცა მაშინდელი მედიის თქმით, ისინი ჩუმად ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობიდან 5 წლის შემდეგ სელინმა ალბომი გამოუშვა "ჩემი სიყვარულის ფერები“ და ჰოლივუდი მიხვდა, რომ მათ ერთმანეთი გულწფელად უყვარდათ.

"მეშინოდა იმის თუ რას იფიქრებდა ხალხი, სწორად გაიგებდნენ თუ არა ჩვენს ურთიერთობას“ - ამბობს სელინ დიონი.

რენე აღიარებდა, რომ მათ შორის 26 წელი იყო სხვაობა, რაც პრობლემებს იწვევდა, თუმცა მათ ერთად ყოფნა უნდოდათ და სხვა ყველაფერი უმნიშვნელო იყო წყვილისთვის.

"როდესაც შეყვარებული ხარ, გინდა იყვირო და ყველას გააგონო როგორ გიყვარს. რენე არასდროს მიყურებდა ისე, როგორც პატარა ბავშვს, ჩვენს შორის ასაკი არაფერია“ - ამბობს სელინ დიონი.

შეყვარებულობის პერიოდში წყვილი ხშირად გაურბოდა ჭორებს და სწორედ ამიტომ მათი სასიყვარულო ისტორია დიდი ხანი საიდუმლოდ რჩებოდა ხალხისთვის.

ხანგრძლოვი უერთიერთობის შემდეგ, 1991 წელს ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი დაინიშნა, საზოგადოების ნაწილს კვლავ არ სჯეროდა მათი გრძნობების. სელინის დედა ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო.

"როდესაც დედას ვუთხარი, რომ რენეს მიმართ ძლიერი გრძნობები მქონდა, გაცოფდა და რენესთან საჩხუბრად წავიდა. რენეს ჩემამდე 2 ცოლი და 3 შვილი ჰყავდა, დედა ამაზე ბრაზდებოდა, ეშინოდა, რომ რენე სათანადოდ ვერ გამიფრთხილდებოდა“ - იხსენებს სელინ დიონი.

1994 წლის 17 დეკემბერს წყვილმა მონრეალის ღვთისმშობლის ეკლესიაში იქორწინა, მათი გრანდიოზული საქორწინო ცერემონია პირდაპირი ჩართვით რამდენიმე ტელევიზიაში გაუშვეს.

გადიოდა დრო, დიონი როგორც მომღერალი ვითარდებოდა და მალე მისი ჰიტები მსოფლიოს მოედო, როდესაც სელინ დიონმა ფილმში "ტიტანიკი“ მთავარი სიმღერა შეასრულა, საზოგადოებამ მას 1900-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი უწოდა და ამ წარმატებით სელინ დიონი დიდების მწვერვალზეც აღმოჩნდა.

1998 წელს წყვილის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა, რენეს ხორხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სელინმა მთელ კარიერაზე უარი თქვა, მთავარი გზიდან გადავიდა და ქმრის მოსავლელად დროებით დაივიწყა კარიერა. რთული მკურნალობის შემდეგ, სელინი და რენე დიდების ხეივანს კვლავ დაუბრუნდნენ.

"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ცოლ-ქმარი, ჩვენ ვიყავით მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები, ერთად გამოვდიოდით კონცერტებზე, დავდიოთით ტურებში. იმის გააზრება რომ რენეს სიმსივნე ჰქონდა, ჩემთვისს ურთულესი აღმოჩნდა“ - იხსენებს სელინ დიონი.

2000 წელს სიმსივნისგან განთავისუფლებული რენე ანჯელილი საზოგადოებაში თამამად გამოჩნდა, რენემ და სელინმა ლას-ვეგასში მეორეჯერ სახალხოდ დაწერეს საქორწინო ფიცი. 2001 წელს მათ ოჯახს ბიჭი, რენე-ჩარლს ანჯელილი შეემატა, პირველი ბიჭი, 25 იანვარს დაიბადა.

2002 წელს დიონი უკვე მზად იყო სცენას დაბრუნებოდა და იმ წელს, დიონმა ახალი ალბომი "ახალი დღე“ გამოუშვა, 2003 წელს მან სუპერ თასის ფინალურ თამაშზე სიმღერა "ღმერთმა დალოცოს ამერიკა“ შეასრულა .

"ყველა დაქორწინებულ წყვილს სჭირდება გამოცოცხლება, ჩვენ ვიცინოდით, ვხუმრობდით ბავშვს ვზრდიდით და სიახლე შემოგვქონდა ჩვენს ურთიერთობაში“ - იხსენებს სელინი.

2010 წელს დიონი მედიაში უეცრად ორი ბავშვით გამოჩნდა, რენესა და სელინს ტყუპები ნელსონი და ედდი ანჯელილები შეეძინათ, ახლა უკვე ანჯელილები ერთი დიდი ოჯახი იყო.

"ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი შვილებია. მივხვდი, რომ ადამიანს შვილები გჩუქნიან იმ ნამდვილ გრძნობას, რაც უმნიშნველოვანესია ცხოვრებაში. არავის ვადარდებ, როგორც მომღერალი, ხალხი შენს შემცვლელს აუცილებლად იპოვის, მაგრამ ვერავინ მოუვლის ჩემს შვილებს ისე როგორც მე, მე მათ ვადარდებ“- ამბობს სელინ დიონი.

2013 წელს ანჯელების ოჯახში ძველი ტრაგედია განახლდა და რენეს სიმსივნე განუმეორდა. იმ წელს სელინი კვლავ ჩამოვიდა სცენიდან და ქმრის მკურნალობაში ჩაერთო. 2015 წლის აგვისტოში ლას ვეგასში სელინ დიონმა დიდ სცენაზე იმღერა.

"ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, კაცი რომელიც მიყვარდა, ყოველ დღე სიკვდილს ებრძოდა. ჩემი ცხოვრების მამაკაცი თან ჩემი პარტნიორი იყო, ჩვენ ერთად ვიბრძოდით ყოველთვის. ახლა აქ ყოფნა არ მინდა, თუმცა რენემ მიბიძგა აქ გამოვსულიყავი, ის ჩემთვის დიდი საჩუქარია, ვიცი რომ კარგად ვიქნებით და მე ჩვენს შვილებს კარგად მოვუვლი“ - ეს სიტყვა წარმოთქვა ლას-ვეგასში კონცერტის დასრულების შემდეგ სელინ დიონმა.

კონცერტის შედმეგ რენემ სცენიდან მიმართა სელინს:

"მინდა შენს მკლავებში მოვკვდე და შენს გვერდით ვიყო ყოველთვის“.

14 იანვარს სელინი რენეს სამუდამოდ დაემშვიდობა, სიმსივნის დიაგოზით 73 წლის ასაკში რენე ანჯელი გარდაიცვალა. წყვილს ქორწინებიდან 3 შვილი დარჩა.

"სულ ვფიქრობ მასზე, მიყვარს რენე, ახლაც თავდავიწყებით მიყვარს“ - სელინ დიონი.

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალუირად საიტისთვის)