ფინიში... ქორწინების მოწმობით ხელში - კვირის პალიტრა

ფინიში... ქორწინების მოწმობით ხელში

28 წლის ამანდა კირშნერი და 20 წლის დევიდ გუზმანი ტეხასში, ოსტინის ტრადიციული მარათონული დისტანციის გარბენისას დაქორწინდნენ.

მორბენალი მეუღლეები თურმე 10 წელია ერთად დარბიან.

ეს უკვე მათი მე-10 მარათონია! უცნაური წყვილის მტკიცებით, სირბილი მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და გარბენის დროს დაქორწინებაც ამიტომ გადაწყვიტეს. დისტანციის 36-ე კილომეტრზე, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში, ისინი ნახევარ საათში დააქორწინა პენსიაზე გასულმა ადგილობრივმა მოსამართლემ და ბედნიერმა ამანდამ ფინიშის ხაზიც ქორწინების მოწმობით ხელში გადაკვეთა.