"ჯონის სიკვდილი რთულად გადავიტანე, მაგრამ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და დონმა მასწავლა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს" - კვირის პალიტრა

"ჯონის სიკვდილი რთულად გადავიტანე, მაგრამ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და დონმა მასწავლა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს"

"ოსკაროსანი" მსახიობის, მერილ სტრიპისა და მოქანდაკე დონ გამერის სიყვარული ჰოლივუდში ახლაც სამაგალითოა. რთულია პოპულარული იყო, ამავდროულად, "ოსკარის" არაერთგზის ნომინანტთა სიაში ეწერო, სულ გადღებებსა და ცერემონიებზე დადიოდე და ყველაფრის მიუხედავად, იდეალური, უკვდავი სიყვარულის ისტორია შექმნა და შეინარჩუნო.

მერილ სტრიპი დღეს ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და სამაგალითო მეუღლეა. "ოსკარის" 21 ნომინაცია, აქედან 3 მოგებული, "ოქროს გლობუსის" 32 ნომიანაცია და 8 მოგებული, 3 "ემი", 2 SAG-ის პრიზი, მილიონობით გულშემატკივარი და უკვდავი სახელი ჰოლივუდში. აი ასე იხსენებენ მერილს, გენიალურ მსახიობსა და შესანიშნავ მეუღლეს.

მსახიობობის მიღმა, მერილისა და მისი ქმრის, დონ გამერის სიყვარული უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი ჯილდო დიდების ხეივანში. სტრიპი და გამერი თითქმის 40 წელზე მეტია ქორწინებაში არიან, ყველაფერი კი ძალიან ადრე, 1978 წელს დაიწყო, მაშინ მერილი 29 წლის ხდებოდა. ჰოლივუდს ჯერ კიდევ ახსოვს, მსახიობის სიყვარულის ისტორია, ის დონ გამერამდე ჯონ კაზალეს უკავშირდება.

მერილი კაზალეს გადასაღებ მოედანზე შეხვდა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე, ნიუ-იორკში ერთად ცხოვრება დაიწყეს. მაშინ მერილი კარიერას იწყობდა, კაზალე კი ჰოლივუდში უკვე განთქმული მსახიობი იყო. მათი სიყვარული კაზალეს უეცარმა დაავადებამ შეცვალა, 42 წლის ასაკში ჯონს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი მკურნალობდა და ებრძოდა ვერაგ დაავადებას, თუმცა 1978 წლის 12 მარტს კაზალე გარდაიცვალა.

მერილისთვის საყვარელი ადამიანის დაკარგვა დიდი ტკივლი აღმოჩნდა, ერთი წლის განმავლობაში ის ყველა როლზე უარს ამბობდა, მალევე სტრიპი და მისი ძმა ახალ სახლში გადავიდნენ, მათ გადაბარგებაში მერილის ძმის, ჰარის მეგობარი, დონ გამერი ეხმარებოდათ, გამერსა და მერილს ერთმანეთი ადრეც ჰყავდათ ნანახი. გამერმა და-ძმას გადაბარგების შემდეგ დარჩენილი ყუთები თავისი სახლის სხვენში შეანახინა, ამ დღიდან კი მათი არნახული სიყვარულის ისტორია დაიწყო. "ჯონის სიკვდილი რთულად გადავიტანე, მაგრამ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და დონმა მასწავლა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს", - ამბობდა მსახიობი.

მხოლოდ 6 თვე დასჭირდათ გამერსა და სტრიპს, სანამ საქორწილო ფიცს გაცვლიდნენ და ერთად ცხოვრებას დაიწყებდნენ. მათ 30 სექტემბერს, 1978 წელს მშობლების სახლის ულამაზეს ბაღში იქორწინეს. წყვილმა ამავე სახლში განაგრძო ცხოვრება. ნათესავები და ოჯახის წევრები ორივეს საყვედურობდნენ, ფიქრობდნენ, რომ იჩქარეს და ეს მათ ურთიერთობას სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნიდა, თუმცა გამერმა და სტრიპმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოება ცდებოდა.

"რაზე ფიქრობ მერილ, შენი გადაწყვეტილება ნაჩქარევია"- ეუბნებოდა მერილის დედა, ქორწილის წინ მსახიობს.

1979 წელს მერილის პირველი "ოსკარის" ცერემონიაზე წყვილი ერთად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, იმ წელს დაიბადა მათი პირველი ვაჟი, ჰენრი ვოლფ გამერიც. 1983 წელის აგვისტოში დონსა და მერილს ქალიშვილი მამიე გამერი შეეძინათ. მერილ სტრიპი და დონ გამერი ქალიშვილებთან ერთად

2012 წელს, როდესაც მერილმა ფილმ "რკნინის ლედის" როლში ოსკარი აიღო, სცენაზე სამადლობელი სიტყვა დონზე საუბრით დაიწყო.

"ვაპირებ, რომ დონზე ვისაუბრო, როდესაც თქვენ მადლობას უხდით ქმრებს მუსიკის ფონზე, მათ ეს სიამოვნებთ, თუმცა მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ყველაფერი ღირებული, რაც ცხოვრებაში გამაჩნია, შენ მომეცი დონ"- თქვა სცენიდან მერილმა.

მას მერე ბევრი წელი გავიდა, გამერი და სტრიპი დღემდე ჰოლივუდის უკვდავი წყვილია, ისინი ახლაც ქორწინებაში არიან, დონი ყოველთვის მხარში უდგას მეუღლეს. წყვილს 4 შვილი ჰყავს და ყველა მშობლების პროფესიას გაჰყვა. ჰენრი მუსიკოსია, მამიე და გრეისი მსახიობები, ლუისა კი მოდელია. უკვე 40 წელზე მეტია, ამ ორი ადამიანის სიყვარული ყველანაირ კრიტიკასა თუ ჭორს მედგრად უძლებს.

"ყველაფერი რასაც ჩემთვის აკეთებ დაუჯერებელია, შენ შესანიშნავი ხარ, ჩემთვის ცხოვრების უდიდესი საჩუქარი ხარ".

"იცით, ის შესანიშნავია, ყოველთვის ვეკითხები აზრს, ვაკითხებ ჩემს სათქმელ ტექსტს და თუ მოსწონს, შემდეგ ვამბობ ხოლმე, მას მე ვენდობი" - ამბობს სტრიპი ერთ-ერთ ინტერვიუში.

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)