"მათ ეს სამყაროც ერთად დატოვეს, ზუსტად ეს ამბავი ხდის ისტორიას დაუჯერებელს"
19-08-2020
"მათ ეს სამყაროც ერთად დატოვეს, ზუსტად ეს ამბავი ხდის ისტორიას დაუჯერებელს"
ერთხელ ლევ ტოლსტოიმ თქვა, სიყვარულის გარეშე ცხოვრება მარტივია, თუმცა ის აზრს კარგავსო. როგორც ჩანს, არ ცდებოდა ტოლსტოი და კარგად ესმოდა, რომ სიყვარულმა არც დრო და არც ასაკი იცის.

ბაკერსფილდელი წყვილის ისტორია ყველა დანარჩენისგან გამორჩეულია, მათ მარადიული სიყვარულითა და თანადგომით სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთმანეთი ანუგეშეს და ზღაპრული ისტორია ლამაზად დაასრულეს.
ეს სიყვარული ჰოლივუდის ფილმს ჰგავს, დონი და მაქსიმ სიმპსონები ამ ქვეყნიდან ერთი საათის ინტერვალით წავიდნენ და მათ სიცხოცლის ბოლო წუთები ხელიხელ ჩაკიდებულებმა
გაატარეს.

ამერიკული გამოცემა "ბი-ბი-სი" დონისა და მაქსინის შვილიშვილს მელისა სლოუნს ესაუბრა, მან ბებია-ბაბუის გაცნობის სრული ისტორია მოჰყვა. გოგონას თქმით, ბებია პირველი გარდაიცვალა და როდესაც ექთანმა მაქსინი ოთახიდან გაიყვანა, ბაბუას გული გაუჩერდა.
"ეს ულამაზესი ამბავია, მათი სიყვარული ისეთივე გულწრფელი იყო როგორც ისინი, დონი აღმერთებდა ბებიას, დედამიწის ზურგზე
ყველაზე მეტად უყვარდა"- იხსენებს მელისა.

დონი დაკოტას შტატის ჩრდილოეთით დაიბადა, ინჟინერიას სწავლობდა და სწავლის დასრულების შემდეგ ბაკერსფილდში ჩავიდა საცხოვრებლად, სადაც მის მომავალ მეუღლეს მაქსინის შეხვდა. წყვილი ერთმანეთს ბოულინგის თამაშის დროს გადაეყარა, 1952 წელს და მათი სიყვრული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დონიმ და მაქსინიმ იმ წელსვეე შექმნეს ოჯახი.

სიმპსონები ერთად იდეალურად ცხოვრობდნენ, დონი თავიდან ამერიკის არმიაში მუშაოდა, რის გამო მცირე დროით წყვილს გერმანიაში ცხოვრება მოუწია, შემდეგ ისინი ქალაქ ბაკერსფილდში ჩამოვიდნენ და დონი ქალაქში ინჟინერულ ფირმას ჩაუდგა სათავეში და თავისი შემოსავლით სტაბილირი ცხოვრება აიწყო. ბაკერსფილდში მაქსინი მედდად მუშაობდა, მათ შვილი არ ეყოლათ ამიტომ წლების შემდეგ, 18-თვის ობოლი ბიჭი იშვილეს და მათი პატარა ლამაზი ოჯახიც ბიჭუნას გამოჩენით შეიკრა. წყვილი 62 წელი იყო ქორწინებაში, ისინი ყველაფერს ერთად აკეთებდნენ.

"მათ ეს სამყაროც ერთად დატოვეს, ზუსტად ეს ამბავი ხდის ისტორიას დაუჯერებელს" - ამბობს მელისა.

გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე დონი სახლში იყო, როდესაც მოულოდნელად ფეხი გაუსრიალდა, დაეცა და ბარძაყი მოიტეხა, ოჯახმა დონი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა ყოველდღე მისი ჯანმრთელობა გამოსწორების მაგივრად უარესობისკენ მიდიოდა. ამავდროულად მაქსინის სიმსივნემაც პროგრესირება დაიწყო და მათი მდგომარეობა ერთდროულად დამძიმდა.

"ტელეფონზე ჩემს დას ვუთხარი, ვფიქრობ ბოლო შანსი გვაქვს, ისინი კვლავ ერთად ვნახოთ მეთქი, ამიტომ საჩქაროდ მათ სანახავად ჩავედით" - იხსენებს სლოუნი.

ოჯახი ხვდებოდა, რომ ისინი მარტო ვერ გაძლებდნენ, ამიტომ სახლში ერთ ოთახში დააწვინეს და შინ მკურნალობა განაგრძეს.

"ერთ ოთახში დავაწვინეთ, მოპირდაპირე ლოგინებზე, ბებია წამოდგა და დახედა ბაბუას, ხელი ჩაკიდა და აგრძნობინა, რომ მის გვერდზე იყო"- იხსენებს მელისა.

სიტუაცია სტაბილური იყო, მოხუცების უეცარ წასვლას არავინ ელოდა, თუმცა ცუდი ამბავი ხომ მოულოდნელად ხდება.
"ვიცოდი, გულით გვრძნობდი რომ მათ ერთად ყოფნა ეწერათ. სულ ერთად იყვნენ ყველგან, იქაც ერთად წავიდნენ"- ამბობს მელისა.

"უეცრად მონიტორის წრიპინი გავიგე, ოთახში შევედი და დავინახე, რომ ბებო აღარ სუნთქავდა, მაქსინი წავიდა, მივედი ბაბუსთან ახლოს და მისი სუსტი სუნთქვა გავიგე, მათ ერთმანეთის გარეშე რამდენიმე საათი გაძლეს და შემდეგ ბაბუც გარდაიცვალა" - იხსენებს სლოუნი.

კაცმა, რომელმაც 60 წელი თავისი ცხოვრების სიყვარულთან ერთად გაატარა, რამდენიმე საათი გაძლო მეუღლის გარეშე. ეს იყო მათი სიცოცხლის დასარული და დასტური იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად უნდა ყოფილიყვნენ. დონი 90 წლის იყო, მაქსინი 87-ის, წყვილს ქორწინებიდან ერთი შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)


ლია
02 სექტემბერი 2020 12:27
ასევე წავიდნენ ველისციხეში ჩემი ნინა პაპიდა და მისი მეუღლე... რამოდენიმე საათის შუალედით.. სასუფეველი დაუმკვიდროთ უფალმა...
დათო
30 აგვისტო 2020 18:55
ჩემი ბებია და ბაბუაც ასე ერთ დღეს გარდაიცვალენ- დილით ბებია, შუადღისას ბაბუა. ერთად 61 წელი იცხოვრეს.
naka
20 აგვისტო 2020 21:02
ცხოვრება ზოგჯერ მარტლაც რომ მშვენიერია. ლამაზი ისტორიაა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?