"კარიერის განმავლობაში ბევრი ქალი მინახავს, თუმცა ისინი მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ, მე მხოლოდ ერთი ქალი მაინტერესებდა"
"კარიერის განმავლობაში ბევრი ქალი მინახავს, თუმცა ისინი მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ, მე მხოლოდ ერთი ქალი მაინტერესებდა"
ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯეიმს გარნერისა და მისი მეუღლის, ლოისა კლარკის ზღაპრული სიყვარულის შესახებ დღემდე ლეგენდები დადის. მათი ამბავი ერთი ნახვით შეყვარებით დაიწყო. გაცნობიდან 2 კვირაში კი, წყვილმა იქორწინა, ყველა წინააღმდეგობა გადალახა და მათ ერთად 58 წელი, ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს.

ყველასთვის კარგად ცნობილი, ამერიელი მსახიობი ჯეიმს გარნერი წლების განამავლობაში ასობით ლამაზ ქალთან მუშაობდა, თუმცა თვალებით მხოლოდ იმ ერთს ეძებდა, იმ გამორჩეულს, რომელიც სახლში ელოდებოდა.

"ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ქალი მინახავს,
თუმცა ისინი მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ, თითქოს ეს ყველაფერი პატარა ბიზნესი იყო, მე ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი ქალი მაინტერესებდა" - იხსენებდა ჯეიმსი.

1956 წელს ჯეიმსი მეგობართან ბარბიქიუზე წავიდა, სადაც მისი რამდენიმე სხვა მეგობარი და კარგი გართობა ელოდა. წვეულებაზე მისულ ჯეიმსს სრულიად მოულოდნელად ლოისა გააცნეს, სწორედ იმ
დღეს დაიწყო მათი ისტორია. არც ჯეიმს და არც ლოისას არ დასჭირვებიათ დიდი დრო, ისინი მიხვდნენ რომ ერთმანეთი მოსწონდათ.

"დავინახე თუ არა, ვიფიქრე, ღმერთო ის შესანიშნავია"- იხსენებდა ჯეიმსი ერთ-ერთ ინტერივიუში.

წვეულების შემდეგ, ჯეიმსმა ლოისას შეხვედრა დაუნიშნა, წყვილმა შეყვარებულობისთვის დრო არ დაკარგა და გაცნობიდან 2 კვირის შემდეგ 1956 წლის 17 აგვისტოს ჯეიმსმა ლოისა ცოლად შეირთო. ჯეიმსის ოჯახის წევრები სკეპტიკურად უყურებდნენ ქორწილს, რადგან ის მეთოდისტი იყო, ლოისა კი ებრაელი, თუმცა ეს ახალ დაქორწინებულებს საერთოდ არ ადარდებდათ.

"ვერავინ დაიჯერა, რომ მე და ლოისა ერთმანეთს ვავსებდით, მათ ჩვენი საქციელი სისუსტედ აღიქვეს, ჩვენ კი დიდ სიძლიერეს ვხედავდით" - იხსენებდა ჯეიმსი.

ლოისას წინა ქორწინებიდან პატარა გოგონა, კიმი ჰყავდა, რაც ხალხისთვის პრობლემად ითვლებოდა, თუმცა ჯეიმსმა სიხარულით იშვილა ის და 2 წლის შემდეგ წყვილს მეორე გოგო, გრეტა-ჯიჯი გარნერი შეეძინათ. როგორც ყველა ქორწინებას, ლოისა და ჯეიმსსაც ჰქონდათ თავიანთი პრობლემები. ისინი 2-ჯერ დაშორდნენ, რადგან ჯეიმსის რთული ხასიათი ლოისასთვის გაუსაძლისი გახდა, გარნერს მეუღლე დაშორებაში არასდროს დაუდანაშაულებია, ყველაფრის მიუხედავად ისინი რიგდებოდნენ.

"ეს არ ვიყავით ჩვენ, ჩვენი დაშორება მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, გაქცევა მჭირდებოდა, ჩემს თავში უნდა დავლაგებულიყავი" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეიმსი.

ლოისა ხშირად ამბობდა, რომ გარნერი რთული გასაძლები იყო, გოგონას მომთმენი ხასიათი ჰქონდა და უგებდა ქმარს, მან იცოდა, რომ ჯეიმსს ყველასგან გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა და ხასიათიც სწორედ იმ დროიდან ჩამოუყალიბდა.

"ჯეიმსი საკმაოდ რთული პიროვნებაა და ხშირად გული უტკენია ჩემთვის, პატარაობაში მარტოსული და დაბნეული იყო"- ამბობდა ლოისა ინტერვიუში.

მათი ისტორია 58 წელი გაგრძელდა, 2014 წელს ჯეიმსი გარდაიცვალა და დიდი სიცარიელეც დატოვა ლოისას გულში. ხალხმა ყოველთვის იცოდა, რომ ისინი დასაწყისიდან ბოლომდე ერთად იქნებოდნენ და მართლაც ყველაფრის მიუხედავად, მათ ერთად ცხოვრება ისწავლეს, იჩხუბეს, გადალახეს, შერიგდნენ და მაინც არასდროს დაკარგეს ერთმანეთი.

"ახლა ჩემი ცხოვრება ძალიან კარგია. ის ნამდვილი სასწაულია" - ხშირად ამბობდა ჯეიმსი ლოისას შესახებ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები