ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აჭარაში ისვენებს - ფოტოებს სოციალურ ქსელში ნუნუკა თამაზაშვილი ავრცელებს - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აჭარაში ისვენებს - ფოტოებს სოციალურ ქსელში ნუნუკა თამაზაშვილი ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ყველას გვახსოვს ცნობილი ბრიფინგი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მეუღლე პირველ ლედიდაც მოიხსენია.

ნუნუკა სოციალურ ქსელში მეუღლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ აღარ აქტიურობდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა, პოლიტიკოსის მეუღლე პერიოდულად ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, სამი ვაჟი და მეოთხე ქალიშვილი. ცნობილი ფაქტია, რომ ღარიბაშვილის მეუღლე გოგონაზე ოცნებობდა. ნუნუკა თამაზაშვილი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით არ გამოირჩევა, თუმცა პრემიერ-მინისტრობისას მეუღლეს პროტოკოლის ფარგლებში შეხვედრებზე დაყვებოდა. მისი ჩაცმის სტილითა და გემოვნებით ყოველთვის ინტერესდებოდა საზოგადოება.

ზაფხულის მიწურულს შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად მინისტრის მეუღლე აჭარას ესტუმრა და დენდროლოგიური პარკიც მოინახულა. ამის ამსახველი ფოტოები ნუნუკამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. გაგრძელება