"მის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის უც­ნა­უ­რი აურა ტრი­ა­ლებ­და... მისი სა­ხე­ლის ხმა­მაღ­ლა ხსე­ნე­ბა­საც ვერ ბე­და­ვენ" - რას ჰყვება ბერა ივანიშვილი მამაზე?
03-09-2020
"მის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის უც­ნა­უ­რი აურა ტრი­ა­ლებ­და... მისი სა­ხე­ლის ხმა­მაღ­ლა ხსე­ნე­ბა­საც ვერ ბე­და­ვენ" - რას ჰყვება ბერა ივანიშვილი მამაზე?
"ადა­მი­ა­ნებს სძულთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ გა­მოწ­ვე­ვებს "განგსტე­რუ­ლად" გა­ვუმკლავ­დი. ბავ­შვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მებ­რძო­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა", - ამის შე­სა­ხებ რე­პერ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა WIRD-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ამოს ბარ­შარ­დი სა­ქარ­თვე­ლოს იან­ვარ­ში სტუმ­რობ­და, ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის ინ­ტერ­ვიუ ექს-პრე­მი­ე­რის ვაჟ­თან სწო­რედ მან ჩა­წე­რა. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რია: "სა­ქარ­თვე­ლოს პრინ­ცი Instagram-ის ვარ­სკვლა­ვია".

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი სტა­ტი­ა­ში წერს, "1994 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბე­რამ ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა. სწო­რედ პა­რიზ­ში და­დი­ო­და სკო­ლა­ში. რო­გორც იხ­სე­ნებს, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო
ყო­ველ­თვის იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. არას­დროს უგ­რძვნია თავი ცუ­დად იმის გამო, რომ ალ­ბი­ნო­სი იყო. ამა­ში კი მშობ­ლე­ბის წვლილ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის დიდ სიყ­ვა­რულს ჩუქ­ნიდ­ნენ და მხარ­ში ედგნენ.

რო­დე­საც ბერა 11 წლის იყო, მისი პა­ტა­რა ძმა, ცოტ­ნე და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ზუს­ტად მის­ნა­ი­რი იყო. ამ დროს ოჯა­ხი უკვე თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და.
იმი­სათ­ვის, რომ პა­ტა­რა ძმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბო­რო­ტე­ბის­გან და­ეც­ვა, მშობ­ლე­ბი და­არ­წმუ­ნა, რომ ცოტ­ნეს გა­ნათ­ლე­ბა სახ­ლში მი­ე­ღო და სკო­ლა­ში არ ევლო".

"მა­მა­ჩემს დღემ­დე უკ­ვირს, რომ ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი გა­რეგ­ნო­ბა არ მოს­წონ­დეს. ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბა, რომ ან­გე­ლო­ზებს ვგა­ვართ", - აცხა­დებს ბერა WIRD-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბე­რას თქმით, მა­მა­მი­სი ყო­ველ­თვის უბიძ­გებ­და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­კენ:

"ეს ჭად­რა­კის თა­მაშს ჰგავ­და, მან გამ­წვრთნა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მა­მა­ჩემ­თან. ის ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ დიდი ხის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც ასე­ვე დიდი ჩრდი­ლი ჰქონ­და. ჩემ­თვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და ამ ხის ჩრდილ­ში დარ­ჩე­ნა. მე ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი ჩემს და-ძმებს შო­რის, რო­მე­ლიც ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ვამ­ბობ­დი, მირ­ჩევ­ნია ეს ხე მოვ­ჭრა, ვიდ­რე მის ჩრდილ­ში ვი­ცხოვ­რო".

2012 წლის პე­რი­ოდს ბერა ინ­ტერ­ვი­უ­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად იხ­სე­ნებს: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იყო მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც 17 წლის ასაკ­ში მე შევ­ქმე­ნი. მა­შინ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო. მუდ­მი­ვი საფრ­თხის ქვეშ ვი­ყა­ვი: მან­ქა­ნე­ბი მე­დევ­ნე­ბოდ­ნენ, ჩემს სტუ­დი­ას ტყვი­ე­ბი ეს­რო­ლეს, კონ­ცერ­ტი არ ჩა­მი­ტა­რე­ბია სიკ­ვდი­ლის მუ­ქა­რის გა­რე­შე. ჩემი მშობ­ლე­ბი გო­გო­ებ­თან სა­უ­ბარ­საც კი მიკ­რძა­ლავ­დნენ. ის პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლი ომი იყო". გაგრძელება


რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები