"საუკეთესო რამ, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია როზაზე დაქორწინებაა" - კვირის პალიტრა

"საუკეთესო რამ, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია როზაზე დაქორწინებაა"

ამერიკის 39-ე პრეზიდენტის ჯიმი კარტერისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის როზალინ კარტერის სიყვარულზე ამერიკაში დღემდე საუბრობენ. ეპიკური სიყვარული უკვე 74 წელია გრძელდება... ამერიკის ყოფილი ლიდერისა და პრეზიდენტის ზღაპრული ისტორია ღრმა ბავშვობიდან იწყება, ჯიმმა და როზალინმა ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს, ჯიმის პირველი სიყვარული კი ცხოვრების მეგზური გახდა.

"საუკეთესო რამ, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია როზაზე დაქორწინებაა" - თქვა ჯიმი კარტერმა, 2015 წელს, ქორწინების 69-ე იუბილეზე.

2017 წელს ჯიმი და როზალინის ქორწინების 73-ე იუბილეზე, ჯიმი ისტორიაში ყველაზე ხანგრლივ ქორწინებაში მყოფ პრეზიდენტად დასახელდა. ყოფილ პრეზიდენტს ახლაც ახსოვს როზალინთან შეხვერა, თითქოს ყელაფერი გუშინ მოხდა.

ჯიმი 3 წლის იყო, ის და მისი ოჯახი როზალინის გვერდით ცხოვრობდნენ, ჯიმის დედა მედდად მუშაობდა და ერთ დღეს ის დედამ მეზობლის გასაცნობად წაიყვანა. მაშინ პირველად ნახა ჯიმმა როზალინი. პირველი შეხვედრის შემდეგ, ჯიმი და როზალინი ერთმანეთს ქუჩაში ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ, თუმცა მათ შორის არაფერი ხდებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ კარტერი საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა და სასწავლებლად წავიდა. 1945 წლის ზაფხულში, აკადემიიდან სახლში, ჯორჯიას შტატში დაბრუნებული ბიჭი შემთხვევით როზალინს შეხვდა.

როდესაც ჩანთებით დატვირთლი ჯიმი მთავარ ქუჩას ჩაუყვა, 17 წლის მორცხვი გოგო დაინახა, ჯიმი არც დაფიქრებულა მივიდა როზალინთან და კინოში დაპატიჟა, როზალინს მოეწონა მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი სიმპათიური კარტერი და უარი არ უთქვამს.

პირველი პაემნის შემდეგ, ჯიმიმ დედას უთხრა, რომ ეჭვგარეშე იყო, ერთ დღეს როზალინს ცოლად შეირთავდა.

"ვიცი ერთ დღეს ცოლად მოვიყვან, ის ისეთი წყნარი, ინტელექტუალი და მშვენიერია" - უთხრა ჯიმიმ დედას.

მართლაც, კარტერმა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ერთ წელზე ნაკლებ დროში როზალინს ხელი სთხოვა, მაგრამ როზალინი ოჯახის შესაქმნელად მზად არ იყო და პირველი ხელის თხოვნა უარით დასრულდა. მალე ჯიმიმ კვლავ თხოვა ხელი როზალინს და მეორე ხელის თხოვნისას ის საოცარი სიტყვებით გამოუტყდა სიყვარულში საცოლეს.

"მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ, ასე ამბობდნენ ჩემი მშობლებიც და მინდა ეს შენც იცოდე" - უთხრა ჯიმიმ როზალინს.

მეორე ხელის თხოვნა უკვე დადებითი პასუხით დასრულდა, როზალინმა თქვა დიახ და 1946 წლის 7 ივლისს ჯიმმა და როზამ იქორწინეს. კარტერებს 4 შვილი ჰყავთ, ჯეკი, ჯეიმსი, დონელი და ემი. 4 შვილის გარდა, კარტერების ოჯახში შვილიშვილები და შვლთაშვილებიც არიან.

ყოფილი პირველი ლედი ამ ხანგრძლივ ურთიერთობაზე ხშირად ლაპარაკობს. მან მრავალწლიანი ქორწინება, ურთიერთგაგების, პატივისცემისა და საკუთარი სივრცის შექმნით შეძლო.

"ის მე ყოველთვის მაძლევდა სრულ თავისუფლებას, შემეძლო მეკეთებინა ის, რაც მაინტერესებდა, მეც სრულ თავისუფლებას ვაძლევდი, ჯიმი აკეთებდა იმას, რაც აინტერესებდა" - ამბობს როზალინი.

რა თქმა უნდა, ჯიმი და როზალინი ერთმანეთს ინტერესებს უზიარებდნენ, ისინი ერთად აშენებდნენ თავიანთ კერას და თავგადასავლებით სავსე, ფერადი დღეებით ცხოვრობდნენ.

"ერთი მშვენიერი რამ ახასიათებს ჯიმს, ის ფიქრობს, რომ მე ყველაფერი შემიძლია, სწორედ ამიტომ ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ვცადე და ვისწავლე, რაც არ ვიცოდი. მაგალითად, 59 წლის ასაკში პირველად დავდექი თხილამურებზე" - ამბობს როზალინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მათ სიყვარულში ყოველთვის იყო ბალანსი, ბალანსი ურთიერთობისა და თანაცხოვრების, ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯიმმა ჟურნალისტს უთხრა, რომ დღემდე ყოველ საღამოს ისინი ბიბლიას უკითხავენ ერთანეთს და ვრცელი საუბრის შემდეგ იძინებენ.

"ჩვენ 40 წლის წინ დავიწყეთ და არც ერთი ღამე გამოგვიტოვებია საუბრის გარეშე" - წლების წინ თქვა კარტერმა(წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)